რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს
,,მეგობრობის ბაღში" მყოფი ერთადერთი დათვი გისოსებს ლოკავს. საკვების
სიმცირის გამო ნამცეცებზეც არ ამბობს უარს.
კავკასიურ მურა დათვს ღამით მისთვის საგანგებოდ მოწყობილ ბუნაგშიც კი არ სძინავს, რადგან იქ წყალი იყო ჩამდგარი. ჩვენი მისვლის დროს, ახალ წლამდე, ერთი დღით ადრე, ბეტონის კედელზე იყო ამძვრალ, სადაც ეძინა.
გორის მინი ზოოპარკში, ზამთრის პერიოდში, დამთვალიერებელი თითქმის აღარ მიდის. მურა დათვს საკვებს აღარც მნახველები უყრიან.
qartli.ge დაინტერესდა, თუ რით კვებავენ დათვს. აღმოჩნდა, რომ ნოემბრის თვიდან მისთვის 750 კგ ვაშლი შეუძენიათ (1 კგ 30 თეთრად), ხოლო 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, (და მათ შორის სხვა ცხოველებისთვის) 105 კგ ქათმის ხორცი უყიდიათ.
1 კგ ქათმის ხორცში გორის კეთილმოწყობის სამსახურმა 1 ლარი გადაიხადა.
სულ ნოემბერ-დეკემბერში აღნიშნულ სამსახურში შეძენილია:
ქათამი - 105 ლარი
ვაშლი - 225 ლარი
სიმინდი/ ხორბალი - 274 ლარი
პური - 108 ლარი
სულ 712 ლარის ღირებულების საკვები, როგორც დათვისთვის, ასევე, ფრინველებისთვის.
ამავე პერიოდში, ნოემბერში, გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ შეიძინა 1045 ლარის ღირებულების სავარძლები, აქედან ტყავის სავარძლის ღირებულება შეადგენს 495 ლარს. დანარჩენი ბადის ზედაპირიანი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ არასტანდარტული ვოლიერების გამო ცხოველთა დამცველები მინი ზოოპარკის გაუქმებას ითხოვენ.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები