რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რთულ წლებში შექმნილი ნახატები გორის საშობაო გამოფენაზე
,,ქართლის პალიტრა" - ასე ეწოდებოდა საშობაო გამოფენას, რომელიც გორის
სამხატვრო სკოლაში, 25 დეკემბერს, გაიხსნა. ანა ფერაძის სახელობის
სკოლაში რეგიონში მცხოვრები მხატვრების ნახატები გამოფინეს.
მათ შორის, რეალიზმის კატეგორიაში ოქროს მედლის ჯილდოს მფლობელის, გელა ფილაურის ნამუშევრებიც მოხვდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. გელა ფილაურის თქმით, გამოფენაზე წარდგენილი ნახატები ქვეყნის რთულ პერიოდში შექმნილი ნამუშევრებია.
,,ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა, ეს ბოლო 20-25 წელი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში გამოვიარეთ. ეს ნახატები ძირითადად სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელოვნებამ უნდა გადაარჩინოს" - ამბობს გელა ფილაური.
გელა ფილაური მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 10 იანვრიდან ისინი მონაწილეობას მიიღებენ აერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების კვირეული ისრაელში". გამოფენა 20 იანვრამდე გაგრძელდება და თელავივის კულტურის ცენტრში მოეწყობა.
მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები