რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
"ნელის ხაში" - მას ყველა ასე იცნობს. როგორც თავად
ამბობს, მისი ხაშის დასაგემოვნებლად რუსთავიდანაც კი ჩამოსულან, რომ
არაფერი ვთქვათ გორზე, ბორჯომზე, ახალციხესა და ხაშურზე.
ცხოვრობს ხაშურში, სადაც ამ საოჯახო ბიზნესით არის დაკავებული. ხაშით ცნობილია, თუმცა ალბათ ცოტამ იცის, რომ სოფელში, სადაც დაიბადა, VIII-IX დათარიღებული ტაძარი ნანგრევებიდან აღადგინა.
"დავიბადე სოფელ პატარა ფლევში, სადაც ტაძარი ავაშენე. ერთ დღეს სასაფლაოზე ავედი ეკლესიაში სანთელი მინდოდა დამენთო, მაგრამ ძლიერი ქარი ქროდა და ვერ დავანთე. თითქოს რაღაცამ ჩამაგონა, რომ მე ქალს უნდა გამეკეთებინა ეს! დედმამიშვილებიდან ცოცხალი მარტო მე დავრჩი ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ რაღაც მისია უნდა შემესრულებინა. მიხარია, რომ უფალმა დაუშვა და მე ავაშენე ტაძარი." - ამბობს ნელი ლომიძე.
როგორც თავად ამბობს, მშენებლობა მხოლოდ 500 ლარით დაიწყო და პროცესში ხშირად აწყდებოდა ფინანსურ პრობლემებს.

"როცა ჩავიფიქრე მშენებლობის დაწყება, ერთერთ მამაოს ვთხოვე, კურთხევის მისაღებად, მეუფესთან მისულიყო. მეუფემ იკითხა, ფული თუ აქვს, მშენებლობას რომ იწყებსო? ვუთხარი 5 000 მაქვს-მეთქი. სინამდვილეში კი 500 ლარით დავიწყე. დღეს და ღამეს ვასწორებდი. სამკერვალოც მქონდა და სახაშეც. აქედან შემოსულ თანხებს მთლიანად ტაძრისთვის ვინახავდი. მთელი დღე ვმუშაობდი, რომ საღამოს საჭირო სამშენებლო მასალა მიმეტანა მშენებლობაზე."
ნელი ლომიძე იხსენებს ამ პერიოდში დამდგარ რთულ მდგომარეობას, როდესაც იგი ლოგინად ჩავარდა და სიარული ვეღარ შეძლო. თუმცა მალევე გამოჯანმრთლედა რაც მისივე თქმით უფლის სასწაული იყო.

"როდესაც კედლების მშენებლობა დასრულდა და გადახურვას ვიწყებდით, გაურკვეველი მიზეზების გამო, მუშამ მშენებლობა შემიჩერა. ეს პერიოდი ლოგინად ჩავვარდი. თავსაც კი ვერ ვწევდი და ლოგინში მივლიდნენ. მერვე დღეს, საღამოს, სიზმარში ქალი გამომეცხადა და მითხრა - შენ ჩემთვის აღარ გცალიაო, თან ხელს ეკლესიისაკენ იშვერდა. ვუპასუხე, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. გათენებისთანავე ფეხზე დავდექი ისე თითქოს მე არაფერი არ მტკენია. იმ დღესვე ვუთხარი ჩემს შვილს, წავსულიყავით სოფელში და მამა იოანე გვენახა. ვიფიქრე, ეცოდინებოდა ვინმე, ვინც შეძლებდა ეკლესიაზე სახურავის დასრულებას. მართლაც მამაომ ნახა ოთხი ადამიანი, ვინც გადახურა ტაძარი. ამ პერიოდში თანხაც მაკლდა. მუშები 4000 ლარს მთხოვდნენ, მე მხოლოდ 2000 მქონდა, მაგრამ უფალმა აქაც შემიწყო ხელი და დარჩენილ თანხასაც გავუწიე მობილიზება." - ამბობს ნელი ლომიძე.
აღნიშნავს, რომ ტაძრის მშენებლობისთვის დახმარება არავისთვის უთხოვია:
"ისე ავაშენე ტაძარი, არავისთვის დახმარება არ მითხოვია. ქვებს საკუთარი ხელით ვეზიდებოდი. ვცდილობდი, ყველაფერი საკუთარი ხელით გამეკეთებინა, რადგან ამით ძალიან დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა და ღმერთმა მომცა საშუალება ამაშენებინა უფლის სახლი."- აცხადებს ნელი ლომიძე.
ნელის ხაში ხაშურიდან

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები