რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბელოთიდან დევნილები
მარინა ტერაშვილი 19-წლის იყო, როდესაც ბავშვთან ერთად,
მამამ პატარა ლიახვის ხეობიდან წამოიყვანა. 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდეგ, 12 წელი გადის, თუმცა მის მეხსიერებაში სოფელი ისეთივეა,
როგორიც ახსოვს.
სოფელი, რომელიც დატოვა, ენატრება, მაგრამ ვერ ნახავს ისეთს, როგორიც ახლაა - დანგრეული და განადგურებული.
"როცა ჩამოვედით პირველადი საჭიროების ნივთები დაგვხვდა, მაგრამ მაინც ნულიდან მოგვიწია ცხოვრების დაწყება. ვშრომობთ, ვწვალობთ, ისედაც მშრომელი ხალხი იყო ჩვენს მხარეში და აქაც ვცდილობთ ნელნელა შევიძინოთ ყველაფერი. დაბრუნებით არ ვიცი, მინდა და მენატრება ჩემი მხარე, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ სხვანაირი ვნახო,. თუ განადგურებულია, არ მინდა ეგეთის ნახვა. მირჩევნია, ისეთი დამრჩეს მეხსიერებაში, როგორიც დავტოვე." - ამბობს მარინა ტერაშვილი.
ბელოთი პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს. იქ, სადაც ბუნება ლამაზია, იქაურ დასახლებებში მცხოვრებლებს კი, - დმენისის ციხე აერთიანებდათ.
"დაწყებითი კლასი ამ სოფელში გავიარე, შემდეგ საშუალო სკოლა ვანათში იყო და იქ გავაგრძელეთ სწავლა. 7 კილომეტრს დავდიოდით ყოველდღე. ვცხოვრობდით ნორმალურად, კარგი ჰაერი, კარგი ბუნება, ძალიან მშვიდი სოფელი იყო. სროლები ხშირად ხდებოდა, კი გვეშინოდა, მაგრამ ბავშვური თვალით ცოტა ადვილად ვუყურებდით მოვლენებს. ბოლოს იძულებულები გავხდით და წამოგვიყვანეს. მე ვიყავი სადღაც 18 – 19 წლის, როცა მამაჩემმა პატარა ბავშთან ერთად გამომიყვანა." - იხსენებს მარინა.
მარინა ახლა სამი შილის დედაა.
ახსოვს 2008 წელს როგორ ყრიდნენ ბომბებს ლიახვის პირას და როგორ ანადგურებდნენ ულამაზეს ხეობას. ხშირად ფიქრობს პაპაზე, რომელიც ყველაზე გვიან გამოვიდა ბელოთიდან რადგან საკუთარი ნაშრომის დატოვება უმძიმდა.
"პირდაპირ ჩვენ არ გვბომბავდნენ, ლიახვთან ახლოს ყრიდნენ ჭურვებს. ალბათ ეს იმის მანიშნებელი იყო რომ სოფელი უნდა დაგვეცალა. ოსიებიც გვეუბნებოდნენ გავსულიყავით, რადგან ჩვენი დახოცვის საშიშროება იყო. სოფელში ჩემი პაპა დარჩა. ერთ-ერთ სამხედროს უთქვამს "რა ლამაზი ადგილია, ეს როგორ უნდა დავწვათ და დავანგრიოთ"-ო. პაპაჩემმა უპასუხა "რატომ წვავთ? ჩვენ ხომ მაინც მივდივართ და თქვენ იყავით"-ო. ასეთი ბრძანება გვაქვსო, ასე უთხრეს. პაპა მოგვიანებით გამოვიდა, წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. თვითონაც არ უნდოდა გამოსვლა და არც ჩვენ გვეგონა თუ ვეღარ დავბრუნდებოდით. იმ იმედით დავტოვეთ ყველაფერი, რომ ისევ იქ ვიცხოვრებდით."
"ომამდეც იყო კონფლიქტები, მაგალითად ერთხელ გზები ჩაკეტეს. ქართველები ოსებს არ უშვებდნენ და ოსები ქართველებს. მე ძალიან მძიმედ ვიყავი ავად. არც სასწრაფოს უშვებდნენ ჩემამდე და ვერც მე გამოვდიოდი სოფლიდან. ოსმა ბიჭმა, პოლიციელი იყო თუ სამხედრო, თვითონ აიღო თავის თავზე, შემოვიდა, მანქანაზე თვითონ დაჯდა და გამომიყვანა სოფლიდან. საავადმყოფოში როცა მიმიყვანეს, ბეწვზე ეკიდა ჩემი სიცოცხლე. ეს მახსოვს კარგად. ამ ოსი ბიჭის წყალობით გადავრჩი და ახლა ცოცხალი ვარ. სრულიად უცნობი იყო ჩემთვის უბრალოდ პოსტზე მუშაობდა. თვითონ დაჯდა საჭესთან, თვითონ აიღო თავის თავზე. თქვა - მომკლან მე და მე გავიყვანო. ეს ომამდე იყო, როცა არეულობები ხშირი იყო და გზები დაკეტილი იყო ქართველებისგანაც და ოსებისგანაც." - ამბობს მარინა ტერაშვილი.
მისი შვილისგან განსხვავებით ჯეირან ტერაშვილი ბელოთში დაბრუნებაზე ისევ ოცნებობს და თუ ამის შესაძლებლობა ექნება, ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ აუცილებლად დაბრუნდება.
"თვითონ ცხინვალმა გაიყვანა ხალხი, ამით მივხვდით, რომ ომი იწყებოდა. 2003 წლიდან გვავიწროვებდნენ, 2008 წელს ყველაფერი ომით დამთავრდა. ურთიერთობები კარგი გვქონდა. მივდიოდით ოსურ სოფლებში ქორწილში ქელეხში დავდიოდით ერთად. რაც ერნეთის ბაზარი დაიხურა უკვე აგრესიულები გახდნენ ქართველების მიმართ."
ოჯახმა ვერ მოასწრო საკუთარი ნივთების წამოღება. სახლის კარი იმ იმედით ჩაკეტეს, რომ დაბრუნებას მალევე შეძლებდნენ.
" ოჯახი 9 აგვისტოს გამოვიყვანე. ვერაფრის წამოღება მოვასწარით. ვიცოდით, რომ ომი დაიწყო, მაგრამ არ გვეგონა ტერიტორიის დატოვება თუ მოგვიხდებოდა. სოფელი მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა. ზოგი ფეხით წამოვიდა და ლენინგორის მთებზე გადმოვიდა. თვითონ ოსებმა გვითხრეს, წაიღეთ, რაც გინდათ და წადითო. მერე უკვე სხვადასხვა ხალხი მოდიოდა ჩვენთან. 12 რიცხვში შემოვიდნენ ნიღბიანი ადამიანები და გვითხრეს, რომ დაგვეცალა სოფელი. მაშინ ბელოთი მთლიანად დაიცალა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რომ ისევ დავბრუნდებოდი."
ჯეირანი ოს მეგობრებს საკმაოდ ხშირად ესაუბრება. ახლაც მოკითხვას უთვლის და ამბობს, რომ თუ დააბრუნებენ, აუცილებლად დაბრუნდება.
"იქ სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას ვეწეოდით. პატარა სოფელი იყო დაახლოებით 200 მოსახლე ცხოვრობდა. ურთიერთობა მაქვს ოს მეგობრებთან, რომლებიც იქით ცხოვრობენ. თითონაც უნდათ რომ დავბრუნდეთ. ოსური სოფელია დმენისი და იქ ცხოვრობენ. მოკითხვას ვეტყვი და თუ დაგვაბრუნებენ სიამოვნებით დავბრუნდებით. თვითონ იციან ქართული და ქართულად ვესაუბრებით მე ოსური არ ვიცი, მხოლოდ და ასე ვერტყვი - ქუდტა დე?
ავტორი: თათია გოლოშვილი, ანა ბაქრაძე

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები