რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, სინაგურთან ქართულმა პოლიციამ ახალი საგუშაგო ააშენა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, გამყოფ ხაზთან ახალი საგუშაგო გაჩნდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. 

სააგენტო ,,რესის" ცნობით, საგუშაგო ჯავის რაიონის სოფელ სინაგურის სიახლოვეს მდებარეობს.

"ახლახანს დასრულდა საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა, სადაც სპეცსამსახურებს, დაწესებული აქვთ სადღეღამისო მორიგეობა. როგორც ცნობილია, ქართველი სპეცსამსახურები აგროვებენ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის შესახებ. ფაქტები ამტკიცებს, რომ ქართული მხარე ქმნის დესკალაციას და აგრძელებს საზღვრის ზონაში დამატებითი საშიშროების შექმნას, იმის მაგივრად, რომ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეაჩეროს არალეგალური სამშენებლო სამუშაოები, რაც ქმნის დამატებით საფრთხეებს. ქართული მხარის ასეთი ქმედებები, სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი მეთოდების შესახებ, საქართველოს ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება."- აღნიშნულია ცხინვალის ,,კგბ"-ს განცხადებაში.

სინაგური 1991 წლამდე შედიოდა ჯავის რაიონში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი. მასში შედიოდა სოფლები თედელეთი, ტბეთი, ქვემო ქარზმანი, ზემო ქარზმანი, ხახეთი და ჯალაბეთი.. 1991 წელს სინაგურის სასოფლო საბჭო გადაეცა საჩხერის რაიონს. ამან გამოიწვია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსური მხარის პრეტენზიები ამ სოფლის მიმართ. ამის გამო სინაგური სოფელ პერევთან ერთად 2 წლის მანძილზე, 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და ე. წ. "სამხრეთ ოსეთის" სამხედრო ძალების მიერ.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.