რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალი: ,,ხვიჩა მღებრიშვილი ღამურების დასაჭერად გადმოვიდა"
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ვიდეომასალა,
სადაც მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ყვება, თუ როგორც გადავიდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის მიერ დაფინანსებული სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს. ხვიჩა მღებრიშვილი ,,ჩვენებაში" ამბობს, რომ ღამურა თბილისელ ვინმე ზაზასთვის უნდა მიეყიდა 5 ათას დოლარად. ეს ღამურა კი, ლუგარის ლაბორატორიაში უნდა წაეყვანათ.
მოსკოვის შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო განცხადება ცხინვალში არაერთხელ გაკეთდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი დიდი ხანია ითხოვს, რომ თბილისმა რუს სპეციალისტებს მონიტორინგის უფლება მისცეს.
,,სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის საქართველოში მუშაობით, რომელიც მდებარეობს საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან, და იმედოვნებს, რომ რუსი ექსპერტების მიერ ლაბორატორიის მონიტორინგის უფლება ექნებათ, - განაცხადა ერთი თვის წინ მედოევმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით მოსკოვი შეშფოთებულია, ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობით.
,,ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ობიექტი კავკასიის ქვეყნებისთვის და, პირველ რიგში, თავად საქართველოსთვის. "- აღნიშნავენ მოსკოვში.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კომენტარი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა, ალან თადტაევმაც გააკეთა: ,, სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუს სპეციალისტებს ლუგარის ბიო-ლაბორატორიის მონიტორინგის საშუალება მისცენ" - თქვა დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა.
მან აღნიშნა, რომ არც სამხრეთ ოსეთს და არც რუსეთს არ აქვს საიმედო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამჟამად ლუგარის ცენტრი. "სამხრეთ ოსეთის მხარეს აქვს კითხვები, კერძოდ, რატომ არ უშვებენ რუს დამკვირვებლებს იქ, რომ მათ შეეძლოთ ამ ლაბორატორიის მუშაობის მონიტორინგი და გარკვეული დასკვნების გაკეთება. ", - დასძინა თადტაევმა.
რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი გაიხსნა 2011 წელს აშშ-ს მთავრობის პროგრამით.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის კრიტიკა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებთ არის უსაფუძვლო და ეს თავად მოსკოვშიც იციან.
"იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი დღეს არის პირველ სამეულში დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენიმეჯერ შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული, ყველა ლაბორატორია, ყველა თანამშრომელთან ჩაწერეს ინტერვიუები, არაფერი დამალული არ არის. ჩვენ ვართ ძალიან გამჭირვალე. თეთრი შური იცით, რა არის? ეს გახლავთ ის, რომ სანამ ლუგარის ცენტრში ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობები ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, იყო ეს პერიოდი… მაგალითად, პოლიომიელიტისთვის, უნდა გაგვეგზანა პოლიომიელიტის ცენტრალურ ინსტიტუტში; მაგალითად, წითელასთვის; მაგალითად, გრიპისთვის და მისი მსგავსი დაავადებებისთვის. დღეს ეს არ არის საჭირო იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ მეტი… ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული, რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები