რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ,,ლელოს" წევრებმა ზაზა გახელაძის ოჯახი მოინახულეს
ცხინვალის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს დამატებითი ცნობები მამაკაცის ადგილსამყოფელის და მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ მიუღია.

ოჯახში ამბობენ, რომ ისევ უშედეგოდ ელიან წითელი ჯვრის წარმომადგენლების იმ კლინიკაში შესვლას, სადაც გახელაძე მკურნალობს. ოჯახი კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

გახელაძეების ოჯახში დღეს "ლელოს" გორის ოფისის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს. პაპუნა კობერიძის და სოსო ვახტანგაშვილის თქმით, აუცილებელია რომ საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურება მოხდეს.

"ადგილზე რომ ყოფილიყო სათვალთვალო კამერები, უტყუარი მტკიცებულება გვექნებოდა, თუ როგორ მოექცნენ ოკუპანტები ჩვენ მოქალაქეს",-აცხადებს პაპუნა კობერიძე.

33-წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს დილით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. პრეს-სპიკერის თქმით, გახელაძე შეიარაღებული იყო და ,,სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საზღვარი 300 მეტრით გადაკვეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვერსიით, ქვემო ჭალაში მცხოვრები მამაკაცი რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. 10-ჯერ გაისროლა, ხოლო საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიჭრა.

ოჯახი აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება. მათი თქმით, სოკოს საკრეფად წასულ გახელაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თან სანადირო თოფი ჰქონდა, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა.

,,არც ბანერებია, არც ხაზი. არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს... სანადირო თოფი ნამდვილად ჰქონდა ჩემს შვილს. თქვენ კარგად იცით, სანადირო თოფიდან 10 გასროლას ვერ განახორციელებდა. შეიძლება გაისროლა, მაგრამ მაგდენს ნამდვილად ვერ გაისროდა", - ამბობს დაკავებულის დედა ნანა გახელაძე.

,,ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია." - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.