რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
30 ივლისს ერგნეთში 96-ე შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატი განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ამ განახლებისთვის ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა:

,,გასული კვირების განმავლობაში, თანათავმჯდომარეებმა გამართეს ინტენსიური კონსულტაციები, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფორმატის განახლებისათვის შესაძლებლობის გამონახვისთვის. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ერგნეთის შეხვედრების თანათავმჯდომარეები, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი რუდოლფ მიხალკა ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისთვის." - აღნიშნულია განცხადებაში.

თანათავმჯდომარეები მიესალმებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მონაწილეთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამ ფორმატში დიალოგის განახლების სურვილის შესახებ. ისინი ასევე აღნიშნავენ მონაწილეთა მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვადი ცხელი ხაზის აქტიურ გამოყენებას.

,,აქედან გამომდინარე, თანათავმჯდომარეებმა დაიწყეს მზადება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 96-ე შეხვედრის 30 ივლისს ჩასატარებლად." - აცხადებენ მისიაში.

ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრები 2019 წლის აგვისტოდან შეწყდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამ ფორმატის შეხვედრაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე საქართველოს ხელისუფლება საპოლიციო საგუშაგო მოაწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.