რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით "ერთუჯრედიანი "ნაცები" და "ლუგარის ლაბორატორია" გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შესძლებდა და რომ ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება. ამასთანავე იგივე გამოცემა 21 მარტის პუბლიკაციაში ამტკიცებს, რომ ამერიკა კი არა, საქართველოს რეალურად ჩინეთი ეხმარება.

News Front Georgia: "ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას. არც მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს უჭირთ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენა, ისევე როგორც დიდ მეზობელს – რუსეთს. ასე რომ, რბილად რომ ვთქვათ, ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება, თუმცა კარგ საქმეში იქ მომუშავე მედპერსონალსაც სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს კი არ ეხება მთლიანობაში ამ ლაბორატორიის ფუნქციონირებას და იმ ეჭვებს, რომლებიც საზოგადოებაში ამ დაწესებულების მიმართ სამართლიან საფუძველზე არსებობს".

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით News Front Georgia-ს შეფასებები უსაფუძვლოა, რადგან ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის 300 მილიონი დოლარის დაფინანსებით აშენდა, კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. "მითების დეტექტორთან" კომენტირებისას ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი იმ 6 მიზეზს ასახელებს, რაც ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და კორონავირუსთან ბრძოლას აიოლებს
:

ლაბორატორიას აქვს რეგიონში უნიკალური ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

1. რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3).
2. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს გენომის ცენტრი.
3. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
4. საუკეთესო სასწავლო რესურსია დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის მისაღებად.
5. ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას ნებისმიერ სხვა კლინიკასთან მიმართებით?

მაია ალხაზიშვილის განმარტებით, უახლესი ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდები უზრუნველყოფს იმას, რომ ლაბორატორია ნებისმიერი ახალი გამოწვევისას დროული რეაგირებისათვის მზად არის.

ლუგარის ლაბორატორიის გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული და ის რეფერენს ლაბორატორიას წარმოადგენს. "ნებისმიერი ახალი ინფექციის დიაგნოსტიკის პირველი ტალღა ყოველთვის რეფერენს ლაბორატორიის ჩართულობას აძლიერებს, და როცა მეთოდები ვალიდირებული და ვერიფიცირებულია, პროტოკოლები და ალგორითმები შექმნილია, ეპიდსიტუაციასთან კორელაციაში პერიფერიული და კლინიკური ლაბორატორიების წილი იზრდება", - აცხადებს ალხაზიშვილი, რომელიც შემდგომ ეტაპზე დაიგნოსტიკის სხვა ლაბორატორიებში გაშლის შესაძლებლობაზეც საუბრობს, რა დროსაც ლუგარის ცენტრი შეასრულებს რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას: დადებითი შემთხვევების პერიოდულ დადასტურებას, ლაბორატორიების ხარისხის გარე კონტროლს, მეთოდურ მითითებებს და გენომის სექვენირებას.

ექიმ-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი მაია ბუწაშვილი ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრისას შემდეგ უპირატესობებს გამოჰყოფს:

- უსაფრთხოების დაცვის მაღალ ხარისხი;

- ინფექციების აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის ძალიან სწრაფი შესაძლება;

- ყველაზე თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტირების შესაძლებლობა;

- ბიოსამეცნიერო კვლევების ჩატარების პოტენციალი;

- ე.წ გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობა.


რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ლაბორატორიებთან შედარებით?

მაია ალხაზიშვილის თქმით, კორონას დიაგნოსტიკა მეზობელ ქვეყნებშიც შესაძლებელია, მაგრამ მათგან განსხვავებით ლუგარის ლაბორატორიას აქვს აღჭურვილობის მრავალფეროვნება და გენომის ცენტრი, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა საქართველოში დადასტურებული COVID-19-ის შემთხვევების გენომის სექვენირების მონაცემები GISAID-ის კვლევაში.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობას "შეუძლია, მაგალითად, მიკრო ორგანიზმების გენეტიკური სტრუქტურა გაშიფროს. ანუ დაადგინოს, რომელი ქვეტიპის კორონავირუსი ცირკულირებს საქართველოში, რაც ჩვეულებრივ ლაბორატორიას არ შეუძლია". ლაბორატორიას აქვს რესურსი, შეადაროს ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებული ტიპი რომელი ქვეყნისას ჰგავს, შესაბამისად იმსჯელოს, რა ჯაჭვია ამ ინფექციის გავრცელების და აწარმოოს შესაბამისი კვლევები. "თანამედროვე ეპოქაში ბიოსამეცნიერო სფეროში რაც კვლევებისთვის საჭიროა, ლუგარის ლაბორატორიას ყველანაირი აღჭურვილობა აქვს", - აცხადებს ბუწაშვილი. 


წყარო: GISAID

რა არის BSL 3?

ლუგარის ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 დონესთან ერთად (BSL-2) არსებობს მესამე დონის (BSL-3) ლაბორატორიაც, რაც კავკასიის რეგიონში მას უნიკალურს ხდის. თუ BSL-2-ში ბაქტერიოლოგიის გარდა, ვირუსოლოგიას, სეროლოგიას ( სისხლში ანტისხეულების დადგენა წითელა, ჰეპატიტები და ა.შ), მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას/გენომს, პარაზიტოლოგიას და ენტემოლოგიას (სწავლობს მწერებს და მათ როლს სოფლის მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებში) იკვლევენ, პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში, სადაც ბრუცელოზს, ჯილეხს, შავ ჭირს, მალარიას და სხვა საშიშ ინფექციებს იკვლევენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, "BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ მომხმარებელზე გავლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა და შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა".


მოამზადეს თამარ კინწურაშვილმა და ნიკა გურინმა

მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

მასალა ქვეყნდება "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) ფაქტების გადამოწმების პორტალის "მითების დეტექტორის" მიერ, საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. Სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის საელჩოს შეხედულებებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.