რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 5 აგვისტოს დასრულდება
გორში სადგურის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღი, 60 დღის დაგვიანებით, 5 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ მერიას თხოვნით სამშენებლო ტრესტი #3-ის დირექტორმა ვახტანგ ყანჩაველმა მიმართა.

მისი განცხადების მიხედვით, პანდემიის გამო, სამუშაოები 3 თვით იყო შეჩერებული. მერია დაეთანხმა აღნიშნულ მოთხოვნას და კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ვადა გაუხანგრძლივდა.

პროექტის ღირებულება 1,01 მლნ ლარია. კომპანიამ 880 000 ლარი უკვე აითვისა. სამუშაოები 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2020 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.

კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს მოითხოვა ვადის გაგრძელება, რადგან სხვადასხვა ,,გარემოებების" გამო მუშაობა გვიან დაიწყო.

მომდევნო ცვლილება ხელშეკრულებაში 2020 წლის იანვარში განხორციელდა, ესეც ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, საბავშვო ბაღის დასრულების თარიღად 5 აგვისტო დასახელდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.