რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლელ მეზღვაურს სასამართლომ ყოფილი ცოლისგან ორი ბინა და მანქანა დაუბრუნა
შიდა ქართლში მცხოვრებმა მამაკაცმა ყოფილი ცოლისგან ორი ბინა და მანქანა დაიბრუნა. ამის შესახებ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის 20 მაისს მიღო.

ბინების და მანქანის დაბრუნებამდე, მამაკაცი ფულად თანხას ითხოვდა. იგი წლებია მეზღვაურია და აღნიშნავდა, რომ შრომის გასამარჯელოს საქართველოში ოჯახს ურიცხავდა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურმა ცოლს, ქორწინების რეგისტრაციამდე, გადაურიცხა 57 476 აშშ დოლარი, ხოლო, ქორწინების შემდეგ - 60 549 აშშ დოლარი, სულ - 118 025 აშშ დოლარი.

ყოფილი ქმარი, ცოლთან გაშორების შემდეგ, ითხოვდა, რომ 44 369 დოლარი (ე.ი. ქორწინების რეგისტრაციამდე გადარიცხული თანხის 1/4 და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ გადარიცული თანხის 1/2) უკან დაბრუნებოდა.

ყოფილი ცოლი, თავდაპირველად, თანხის უკან დაბრუნებაზე წინააღმდეგი წავიდა. ის ამტკიცებდა, რომ მას ქმრისგან არანაირი თანხა მიუღია, ხოლო ბინებიც და მანქანაც შეიძინა ემიგრანტი დედისგან გადმორიცული თანხით.

საქართველოში დაბრუნებისას მეზღვაურმა აღმოაჩინა, რომ მის სახელზე არაფერი ქონებაა რეგისტირებული. ბინებიც და მანქანაც მისი ყოფილი ცოლის საკუთრებაში აღმოჩნდა.

მეზღვაურს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავდა. ადვოკატის თქმით, საკითხი ცივილურად გადაწყდა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორესთვის.

,,იმის გამო, რომ ცოლი თანხის მიღებას კატეგორიულად უარყოფდა, ამ ბიჭმა სასამართლოს გზით დავის დაწყება დაიწყო. თანაც პრინციპულად. ეს ბიჭი ამბობდა, რომ მე ზღვაში ტალღებს ვებრძოდი და სიცოცხლეს ვწირავდიო და ოჯახის კეთილდღეობაზე ვზრუნავდიო. აქ ჩამოვედი და ჩემი არაფერი დამხვდაო; ემოციურად სიტუაცია ნამდვილად რთულად იყო. ამიტომ, ეს საკითხი გადაწყდა სასამართლოში. მამა აპირებს, რომ ქონება, მომავალში შვილებს თავად დაუტოვოს" - გვითხრა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.