რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დოკუმენტური ფილმის ,,ცხინვალი 1920"-ის გადაღებები სექტემბერში დასრულდება
100 წელი გადის ,,ბოლშევიკების აჯანყებიდან", რომელიც 1920 წელს
ცხინვალში მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაახშეს. ამ ფაქტის
აღსანიშნავად, ისტორიკოსებისა და დოკუმენტალისტების ინიციატივით,
ფილმის გადაღება გადაწყდა.
,,ცხინვალი 1920" - ასე გქვია ფილმს, რომლის გადაღებებიც უკვე მიმდინარეობს. ფილმის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.
იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საარქივო ფონდებში დაცული მასალებით შეძლებენ რუსეთის იდეოლოგიურ მანქანას, ისტორიული სიმართლე მთელი სიზუსტით დაუპირისპირონ, ხოლო საუკუნის წინ მომხდარ აჯანყებაზე გენოციდის იარლიყის მიკერება ვეღარ შეძლოს.
"ცხინვალი 1920-ზე" მომუშავე ჯგუფის წევრები არიან ისტორიკოსები - დიმიტრი სილაქაძე და დავით ხვადაგიანი.
,,რადგან ფილმი მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ისტორიულ სინამდვილეს უნდა დაეყრდნოს, კვლევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ საარქივო მასალაა - იმდროინდელი დოკუმენტები, პრესაში გამოქვეყნებული ცნობები, ფოტოსურათები და სხვადასხვა ჩანაწერები -1920 წელს ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური აჯანყების სრულ და რეალურ სურათს სწორედ ეს პატარა ფრაგმენტები ასახავს." - აღნიშნავენ ფილმის ავტორები.
პროცესს პროფესორ გიორგი ოთხმეზური ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფილმი ის ფორმატია, რომლის მეშვეობითაც, მსოფლიო საზოგადოება სიმართლეს უკეთ გაიგებს და მისი გავრცელებაც უფრო მარტივი იქნება.
"ისტორიის გაყალბების მცდელობას ყოველთვის უნდა გაეცეს პასუხი. სხვათა შორის, ბევრ რამეზე პასუხი უკვე გაცემულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქართველოს ფარგლებს არ სცილდება. უცხოელები ეცნობიან იმ მასალებს, რაც მათ ენაზეა ხელმისაწვდომი. ასე, რომ ფილმის ფორმატი სწორადაა შერჩეული, რადგან მისი თარგმნა არაერთ ენაზე შეიძლება და ვიზუალური მასალითაა დატვირთული, რაც ადამიანებისთვის უფრო საინტერესო და გასაგებია. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთრი სიმართლე საერთაშორისო საზოგადოებამდე მიიტანოს. ოსებთან, აფხაზებისგან განსხვავებით, მაშინ ვერანაირი მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ამიტომ იყო ქართული ხელისუფლება იძულებული, იარაღით შემოსული ამბოხი იარაღითვე ჩაეხშო და ქვეყანაში წესრიგი დაემყარებინა," - აღნიშნავს ისტორიკოსი.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები