რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ატენელ მეღვინეებს ღვინოებისა და მისი ხარისხის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს
ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი
ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრა გაიმართა
თემაზე "ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი".
პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს.
შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება.
მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს.
ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც "ატენურის" ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია "ატენურის" მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები