რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლელა თედეევას, პატარა ანდრია და ანასტასია სამხარაძეებთან ერთად, გორში, კომბინატის სკვერში ხშირად ნახავთ. შვილების აღზრდაში მას დედა, თამარ კახნიაშვილი ეხმარება. ლელა სკოლა-ლიცეუმის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ოჯახური პირობების გამო ცხინვალის დევნილთა თეატრში მუშაობას თავი დაანება.
გაიზარდა შერეულ ოჯახში. მშობლების ტრადიციას ახლა თვითონ აგრძელებს. ამჯერად, შერეულ ოჯახში მისი შვილები იზრდებიან. ლელა აგვისტოს ომის შემდეგ დაოჯახდა; იმ ომის შემდეგ, როცა მამასთან ერთად ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, ხოლო დედა - გორში.
ინტერვიუს დროს ძალიან ხშირად ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს ახსენებს. ორივე პერიოდი სოფელ კეხვსა და თბილისს უკავშირდება. ბავშვობა - კეხვში, სტუდენტობა - თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში.
,,ერთი სული მქონდა, როდის მომეცემოდა საშუალება, რომ ჩემ მშობლიურ კეხვში წამოვსულიყავი თბილისიდან." - ამბობს ლელა. მას დღეს ამ სოფელში წასვლის საშუალება არა აქვს. უბრალოდ, ეს სოფელი აღარ არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ, დიდი ლიახვის ყველა ქართული სოფელი მიწასთან გაასწორეს.
ფოტოზე: ლელა თედეევა თანაკურსელებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში
,,იქნებ ეს ომი არ მომხდარიყო" - ამბობს ლელა და მშვენიერი კეხვის პეიზაჟები ახსენდება.
,,წარმოიდგინეთ სოფელი, რომელსაც ორი მდინარე ჩამოუდის; საოცარი ჰაერი, საოცარი ხალხი. რა თქმა უნდა, ბავშვობის წლები მიდის და მოგონებები რჩება, მაგრამ როცა იმ ადგილს ნახულობ, სადაც ეს ბავშვობა გაატარე, ამაზე ბედნიერება არაფერია. დღეს კი, ესეც არ შემიძლია," - გვიყვება ლელა.
აგვისტოს ომის დაწყებამდე ივლისში, ცხინვალში იმყოფებოდა. მამა, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობდა, შვილის სანახავად ცხინვალში ჩავიდა.
,,ივლისი იყო. მამა ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ცხინვალში და უნდოდა ჩვენი ნახვა. სიტუაცია კი დაძაბული იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს დროებით მოვლენად მიგვაჩნდა. გავბედე და შევედი ცხინვალში. მაშინ ჯერ ქართული პოსტი იდგა, მერე რუსული და შემდეგ ოსური. შევედი ცხინვალში, ვნახე მამა, მაგრამ ძალიან დაიძაბა სიტუაცია და მითხრეს, რომ შეუძლებელი იყო ცხინვალიდან გასვლა. ვერც კეხვში დავბრუნდებოდი და ვერც გორში," - იხსენებს ლელა.
აგვისტოს დასაწყისში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ლელას მამამ გადაწყვიტა, რომ შვილთან ერთად ვლადიკავკაზში დაბრუნებულიყო.
,,მამამ იშოვა მანქანა და ოსების შემოვლითი გზით წავედით ცხინვალიდან. დედა უკვე გორში იყო წასული თავის საქმეზე და ვერც ის დაბრუნდა კეხვში. ომიც დაიწყო." - ამბობს ლელა.
და ამ დროს ლელა განიცდის იმას, რასაც განიცდიან შერეული ოჯახის შვილები
,,ძალიან საშინელ სიტუაციაში ჩავვარდი. მამა ნერვიულობდა ცხინვალში დატოვებულ ოს ნათესავებზე, დედა კი - დიდი ლიახვის ხეობაში მყოფ ქართველ ნათესავებზე. და მე - გაორებული, რომ ორივე ერის ტკივილი - ჩემი ტკივილი იყო. მე მაინც ვერ გავჩერდი ვლადიკავკაზში. მამამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში, დედაც და ძმაც აქეთ მყავდა" - იხსენებს ლელა.
ნაომარ ქვეყანაში ჩამოსულ ლელა თედეევას დახვდა ძალიან ცუდი სიტუცია. პირველ რიგში, იმის გააზრება, რომ შეუძლებელი იყო მშობლიურ სოფელში დაბრუნება:
ფოტოზე: ლელა თედეევა მეგობრებთან ერთად სოფელ კეხვში
,,ძალიან ცუდი სიტუაცია დამხვდა იმ გაგებით, რომ მე ვეღარ შემეძლო დაბრუნება ჩემ სოფელში, ჩემ სამშობლოში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ყველა დევნილის ცხოვრება შეიცვალა. მას, რასაც წლების მანძილზე ვინარჩუნებდით, აღმოჩნდა, რომ დავკარგეთ," - საუბრობს და ცდილობს აგვიხსნას ადამიანის ის მდგომარეობა, რომელიც ამ სიტუაციაში აღმოჩნდება.
ლელას დედა, თამარ კახნიაშვილი იხსენებს, რომ დევნილობის პირველ წლებში, თბილისში, ბაგებში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
,,ჯერ არ იყო ომი დაწყებული, რომ მე ჩემ საქმეებზე წამოვედი გორში კეხვიდან. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა კეხვი დავტოვე. სახლის კარი რომ გამოვხურე, რაღაცნაირად მომინდა რომ დედაჩემის სურათი წამომეღო, სისულელედ ჩავთვალე-მეთქი რატომ უნდა წავიღო დედაჩემის სურათი? თურმე გული გრძნობდა რაც მოხდებოდა... წინა დღესაც დედაჩემის საფლავზე ავედი. ისეთი სამარისებური სიჩუმე იდგა, შემეშინდა ამ სიჩუმის და მაშინვე გამოვიქეცი საფლავიდან. ეს იყო ჩემი ბოლო დღეები კეხვში. წამოვედი და მას შემდეგ ვეღარ დავბრუნდით" - ამბობს თამარ კახნიაშვილი.
ფოტოზე: თამარ კახნიაშვილი ცხინვალელ მეგობრებთან ერთად
თამარ კახნიაშვილი 27 წელი კეხვის საჯარო სკოლაში მუშაობდა. მანამდე ცხინვალის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, იხსენებს, რომ სიტუაცია თითქმის მოგვარებული იყო:
,,ჩემი შვილი როცა უნივერსიტეტში სწავლობდა, ხშირად მივდიოდი თბილისში. ბევრჯერ, საღამოს, დაახლოებით 8-9 საათზე წამოვსულვარ ცხინვალიდან. იმ დროს დადიოდა ტრანსპორტი ცხინვალიდან თბილისში. მივსულვარ ავტოსადგურზე. ოსის ბიჭები მომხმარებიან ბარგის დალაგებაში. დღეს ეს ბიჭები რომ ვნახო, შეიძლება შემეშინდეს, რომ არაფერი დამმართნონ. ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ქართველი და ოსი." - გვეუბნება ქალბატონი თამარი.
სოციალურ ქსელში აქვეყნებს ძველ ფოტოებს, რომელიც მისმა შვილმა სტუდენტობის პერიოდში თბილისში წაიღო და ამ გზით გადაარჩინა განადგურებას:
,,ვაქვეყნებ ჩემს ძველ ფოტოებს, ჩემი მეგობრების ფოტოებს, მოგონებების ციკლი გავაკეთე, იქნებ ვინმე გამომეხმაუროს. მე არაჩვეულებრივი მეგობარი და თანამშრომელი მყავდა - როზა ძაგოევა, ჩემი გულის და...როზა იგივე ჩემი და იყო. ბევრთან ფეისბუკით კვლავ ვურთიერთობ - ვიხსენებთ წარსულ წლებს, ხან ვტირით, ხან ვიცინით. ასე მიდის ჩვენი ცხოვრება," - ამბობს თამარ კახნიაშვილი.
კეხვის დატოვების შემდეგ მას მხოლოდ სახლის გასაღები შერჩა:
,,ეს გასაღები დიდი ხნის განმავლობაში თბილისში ცხოვრების დროს კედელზე მქონდა დაკიდებული. თითქოს ჩემი სოფლის დანაკლისს მივსებდა. ერთხელაც ისე გამაღიზიანა ამ გასაღების დანახვამ, რომ შორს მოვისროლე, რათა აღარადროს მენახა. მე კეხვიდან წამოვიღე ის, რაც გულით მინდოდა - დედაჩემის სურათი. სხვა ჩემთვის ძვირფასი რამ იქიდან არ წამომიღია. მე იქ ვიყავი, აქ კი, - ვარსებობ. ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება ისაა, რომ დედაჩემის საფლავზე ვერ მივდივარ. ალბათ ისე მოკვდები, რომ მის საფლავს ვეღარ ვნახავ. ნეტავ მიმიშვებდნენ, მხოლოდ ამისთვის." - ამბობს თამარ კახნიაშვილი.
,,დედა აქეთ, მამა - იქით" - ომისგან გაორება

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები