რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პანდემიის პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა
22 მარტიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 1000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო პირს საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

ამის შესახებ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

,,ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შევინარჩუნოთ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მივიღოთ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ." - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალგორის მიმართულებით ე.წ. "გადასასვლელი პუნქტის" დახურვის შედეგად, ამ დრომდე სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება ცხინვალის რეგიონი.

,,ხელისუფლებამ იმთავითვე გამოთქვა ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების მზადყოფნა როგორც საჯაროდ, ისე საერთაშორისო პარტნიორებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით, თუმცა ამ დრომდე ამის შესაძლებლობა არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს - ადგილზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ეთხოვა მოსახლეობის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა. უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა." - წერია განცხადებაში.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, აფხაზურ და ოსურ ენებზე ითარგმნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გავრცელდა საინფორმაციო მასალა კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მომზადებული პროტოკოლები და სახელმძღვანელოები; ასევე, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge ხელმისაწვდომი გახდა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

· გამოცდილების გაზიარების მიზნით, ადგილობრივი ექიმებისთვის რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი რჩევების მიცემა ქართველი სპეციალისტების მიერ; საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, აფხაზეთის რეგიონში განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის;

· პანდემიასთან გასამკლავებლად, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

· მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. კერძოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 4 პაციენტი, მათ შორის ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იქნა გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება.

შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ერთობლივად მომზადდა ოკუპირებული რეგიონებიდან პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც განთავსებული ექიმები ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უზომავენ სიცხეს და ჩივილების შესაბამისად ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, რეკორდულ დროში აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო მომსახურებაზე გამარტივებული წვდომის უზრუნველსაყოფად.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.