რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ძებნილი ადამიანი მკვდრად გამოაცხადა" - ცხინვალის პროკურორი პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარის დასჯას ითხოვს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ფილიევის (პლიევი) ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამის შესახებ განცხადება ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. გენპროკურორმა მასალები, ფილიევის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, სასამართლოს გადაუგზავნა.

საქმის მასალების მიხედვით, დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის აჟამინდელი ვიცე-თავმჯდომარე, ალექსანდრე მიხეილის ძე ფილიევი 2005 წელს ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის დროს, ფილიევმა გასცა ყალბი მოწმობა, რომლის მიხედვით, მოქალაქე ალან იურის ძე თოთოევი გარდაცვლილად გამოცხადდა. 1972 წელს დაბადებული ალან თოთოევის გარდაცვალების თარიღად 1998 წლის 4 ნოემბერი ჩაწერეს. თუმცა, როგორც გენპროკურორი ამბობს, ალან თოთოევი ცოცხალია.

საქმის მასალების მიხედვით, 1998 წლის 4 ნოემბერს ცხინვალში, ლენინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი. სამედიცინო ცნობის მიხედვით, ამ ავარიისას დაიღუპა ალან თოთოევი.

ცხინვალის პროკურორი ამტკიცებს, რომ ალან თოთოევი ცოცხალია და ის სხვა სახელით ალან იურის ძე სიუკაევით აგრძელებდა ცხოვრებას. თოთოევი რუსეთში მომხდარი მკვლელობის გამო 1996 წლიდან იძებნებოდა.

2020 წლის 2 მაისიდან რუსეთის ფედერაციაში ეს საქმე გაიხსნა და ,,კგბ"-მ მასალები დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურას მიაწოდა. ცხინვალში იმ მოწმობას, სადაც ფილიევი აწერს ხელს, ექსპერტიზა ჩაუტარდა. დე-ფაქტო რესპუბლიკის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცოცხალი ადამიანის გარდაცვალების დამადასტურებელ მოწმობაზე, ფილიევის ხელმოწერაა.

შეგახსენებთ, დე-ფაქტო რესუბლიკის პარლამენტი იხილავს გენპროკურორის გადაყენების საკითხს. ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენების საკითხი მას შემდეგ დადგა, როდესაც ცხინვალის იზოლატორში 2020 წლის 28 აგვისტოს, 28-წლის ინალ ჯაბიევი წამებით მოკლეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მთავრობა გადააყენა. ბიბილოვის ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.