რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალში ნაპოვნი ნეშტები ამოცნობილია - ,,ნიხასის" ლიდერს ადამიანების გატაცებაში ამხელენ
ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში ნაპოვნი სამი ადამიანის ნეშტი ამოცნილია. ერთ-ერთი მათგანი 19-წლის რამაზ მარღიევის ნეშტი აღმოჩნდა. მარღიევი საქართველოდან დევნილი იყო და ის ბესლანში, დასთან ერთად, ცხოვრობდა, ობლებს ბებია ზრდიდა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაში აცხადებენ, რომ 3 ადამიანი ორგანიზაცია ,,ნიხასის" ლიდერის ალან გაგლოევის ჯგუფის წევრებმა გაიტაცეს და ტყვიები თავში ესროლეს.

მოკლულები არიან ისლამ ბაღანდოვი და თიმურ ბიღამნდანოვი.

 

როგორ გაქრნენ ,,კამაზის" მძღოლი და მგზავრები

რამაზ მარღიევი, 2004 წლის იანვარში, ორ პიროვნებასთან ერთად, ერგნეთში იმყოფებოდა. ბაზრობაზე ვაშლი იყიდეს და კამაზით დატვირთულები ჩრდილოეთ ოსეთში გაემგზავრნენ. ჯერ როკის გვირაბი გადალახული არ ჰქონდათ, რომ გაუჩინარდნენ.

გარდაცვლილების კვალს 16 წლის შემდეგ მიაგნეს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა დღეს აცხადებს, რომ ამ გატაცების უკან, ორგანიზაცია ,,ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი დგას. ე.წ. გენპროკურორ ურუზმაგ ჯაგიევი არ გამორიცხავს, რომ ალან გაგლოევის ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი საქმიანობაც გამჟღავნდეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის, ურუზმაბ ჯაგიევის გადაყენების საკითხს დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი იხილავს. პროკურორის გადადგომას ითხოვს პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე, ასევე, ორგანიზაცია ,,ნიხასის" წევრი დეპუტატები. ამის საპასუხოდ, დღეს მთავარი პროკურორი იმ მასალებს აქვეყნებს, რომელიც მისი მოწინააღმდეგეების დანაშაულებრივ საქმიანობას ეხება.

ჯაგიევი თვლის, რომ მის წინააღმდეგ ის ადამიანები იბრძვიან, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხოლო მოსალოდნელი დაკავების შიშით, გენპროკურორის გადადგომას ითხოვენ.
ამჯერად, ცხინვალის პროკურატურა ორგანიზაცია ,,ნიხასის" ლიდერის ალან გაგლოევის დაპატიმრებას აპირებს.

რა მოხდა ერგნეთიდან როკის გვირაბამდე

2004 წლის 12 იანვარს რუსეთის სამი მოქალაქე ისლამ ბაღანდოვი, თიმურ ბიღამნდანოვი და რამაზ მარღიევი ერგნეთიდან ვაშლით დატვირთული კამაზით გავიდნენ. ვაშლი მათ ერგნეთის ბაზრობაზე იყიდეს და რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცისკენ გაემართნენ. კამაზმა ცხინვალის გავლით რუსეთის ფედერაციის საზღვარი გადაკვეთა, თუმცა ის პირები, რომლებიც კამაზს ერგნეთიდან მართავდნენ, კამაზში აღარ იმყოფებოდნენ.

2004 წლის 13 იანვარს ,,კამაზი" ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნოგირთან იპოვეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა, თუმცა როკის საზღვარი გადალახული ჰქონდა ვინმე ა. ჯაგიევის მფლობელობის ქვეშ.

ჯაგაევმა დაკითხვისას განაცხადა, რომ 2004 წლის 12 იანვარს მასთან სახლში მივიდა ორი პიროვნება - გენადი კულაევი და ალექსანდრე გაგლოევი. ჯაგაევს უთხრეს, რომ კამაზის მძღოლი გულის შეტევით გარდაიცვალა და საჭირო იყო მძღოლი.
ჯაგაევმა, მათი მითითებით, ,,კამაზი" ჩრდილოეთ ოსეთში მიიყვანა ალექსანდრე გაგლოევის ბიძის, გიორგი თიბილოვის სახლის ეზოში.

2004 წლის 21 იანვარს, ვლადიკავკაზის ბაზარში დააკავეს ვაშლის რეალიზატორი მელსი ქისიევი (კისიევი), რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ვაშლი იყიდა ალექსანდრე გაგლოევისგან და გენადი კულაევისგან. ფული სწორედ მათ გადავეციო. მელსი ქისიევის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მაშინ ალექსანდრე გაგლოევი და გენადრი კულაევი დააკავა, თუმცა რაკი გატაცებულების კვალს ვერ მიაგნეს, ეჭვმიტანილები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

წლების შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში, ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთთან, ერთ-ერთ არხში, სამი ადამიანის გვამი იპოვეს. გამოძიება ცხინვალის პროკურატურამ დაიწყო და ე.წ. გენპროკურორის განცხადებით, ეს იმ 3 ადამიანის ნეშტია, რომლებიც 2004 წლის 12 იანვარს გაუჩინარდნენ.

დე-ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ დაადგინა, რომ იმ გატაცებულ კამაზში, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარი გადალახა, ,,ნიხასის" ამჟამინდელი ლიდერი ალან გაგლოევიც იჯდა.
გამოძიების დროს, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ის მივლინებით მიდიოდა ჩრდილოეთ ოსეთში. ცხინვალის პროკურატურის მიერ მოძიებული მასალების მიხედვით კი, ალან გაგლოევი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ ოსეთში არავის გაუგზავნია.

2020 წლის ივნისში, ნეშტების პოვნის შემდეგ, გენადი კულაევი კიდევ ერთხელ დააკავეს. ხელახლა დაიწყო გამოძიება და ხალხის დაკითხვა.

2020 წლის ივლისში, დაკითხეს რამაზ მარღიევის და, რომელმაც განაცხადა, რომ შვილიშვილის მოსაძებნად ბაბუა ხშირად დადიოდა ცხინვალში. დის ჩვენების მიხედვით, ბაბუას თავის დროზე სწორედ ძმებმა გაგლოევებმა აუკრძალეს ამ საკითხზე ცხინვალში ჩასვლა. ბაბუას ცხინვალში ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილიშვილი სწორედ სამხრეთ ოსეთის კგბ-ს წევრებმა, ძმებმა გაგლოევებმა მოკლესო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.