რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი აქციას აღარ გამართავს
მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი დღეს აქციის გამართვას აპირებდა, თუმცა, მათზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა არაოფიციალურად განაცხადეს.

10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხვიჩა მღებრიშვილს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მღებრიშვილების ოჯახმა 10 დღის წინ დაანონსა, რომ თუ 10 დღეში არ გაათავისუფლებდნენ ხვიჩა მღებრიშვილს, აქციებს გამართავდნენ.

დღეს მღებრიშვილები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ნდობას უცხადებენ. ხოლო იმედი აქვთ, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებად მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს.

დილიდან სოფელ მეჯვრისხევში, მათ საცხოვრებელ სახლთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პატრულირებენ. ასევე, არაოფიციალურად საუბრობენ, რომ თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტს გააგრძელებენ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ნათესავებს გაათავისუფლებენ.

ხვიჩა მღებრიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 3 ივლისს დააკავეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა. მოგვიანებით, ცხინვალის ტელევიზიით გავრცელდა ხვიჩა მღებრიშვილის ,,აღიარებითი" ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ გამყოფი ხაზი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. ღამურებს კი თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში 5 ათას დოლარად ჩააბარებდა.

როგორ ხდება აღიარებითი ჩვენების მიცემა ცხინვალის იზოლატორში, ეს 2020 წლის 28 აგვისტოს გამჟღავნდა, როდესაც იზოლატორში წამებით მოკლეს ცხინვალელი, 28-წლის ინალ ჯაბიევი. ჯაბიევის მკვლელობის გამო, ცხინვალში რამდენიმე დღეა მღელვარებაა და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა ანატოლი ბიბილოვის გადადგომას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვმა მთელი მთავრობა გადააყენა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.