რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„როცა ბავშვი სახლშია“ - ქართული ეკლესია და ევროკავშირი ეხმარება ბავშვებს მზრუნველი ოჯახების პოვნაში
ალტერნატიული მომსახურებები, რომლის უმთავრეს მიზანსაც ბავშვის
ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს; თუმცა, რა თქმა უნდა,
ბავშვები ყველა შემთხვევაში ვერ ბრუნდებიან მშობლებთან. ამ ეტაპზე,
სახელმწიფოში არსებობს ორი საუკეთესო საშუალება - როცა
მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრებას აგრძელებს მცირე საოჯახო ტიპის
სახლში, ან მინდობით აღზრდაში.
ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის მზრუნველობის ალტერნატიული ფორმების განვითარებაზე სახელმწიფო, ბოლო წლებია, აქტიურად მუშაობს. მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახის ჩანაცვლების საუკეთესო გამოსავლად მინდობით აღზრდა მიიჩნევა, რაც ბავშვის სხვა, არაბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებას გულისხმობს. მინდობით აღზრდა ყველაზე მიახლოებული ფორმაა ოჯახურ ზრუნვასთან, ბავშვი ხვდება თბილ, მზრუნველ გარემოცვაში, სადაც თავს დაცულად, უსაფრხოდ გრძნობს.
მინდობით აღზრდას თავისი გამოწვევები აქვს, ერთერთი ასეთი გამოწვევაა მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის მიმღები ოჯახების არასაკმარისი რაოდენობა. სწორედ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი "მინდობით აღზრდა - ბავშვის უფლება აღიზარდოს ოჯახში და საზოგადოებაში". პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები - "პარტნიორობა ბავშვებისთვის", პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის" და "საქართველოს მიმღებ მშობელთა ორგანიზაცია" ახორციელებენ.
პროექტის ხელმძღვანელი - გია კაკაჩია, რომელიც "საქართველოს მიმღებ მშობელთა ორგანიზაციას" წარმოადგენს, განმარტავს, თუ რა პრინციპით შეირჩა საქართველოს საპატრიარქო პარტნიორად და როგორ ეხმარება პროექტს ეს შერჩევა - "მოსახლეობას აქვს საკმაოდ დიდი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პროექტის მიზნის მიღწევაში, ეს ნდობა ძალიან დაგვეხმარებოდა. მიზნის მისაღწევად, ერთი მხრივ, გავააქტიურეთ საპატრიარქოს როლი მინდობით აღმზრდელების მოძიების პროცესში და მეორე მხრივ, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სახელმწიფოს ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით" - აღნიშნავს იგი.
პროექტი საპატრიარქოს 5 ეპარქიაში ხორციელდება, მათ შორისაა აჭარის და კონკრეტულად კი, ბათუმის ეპარქია. შერჩეული ეპარქიების წარმომადგენლებად შეირჩნენ კოორდინატორები, რომლებიც როგორც მხარედ, ჩაერთვნენ მომსახურებაში. პროექტის ხელმძღვანელის თქმით, კოორდინატორები სპეციფიკური სფეროებიდან გამომდინარე შეირჩნენ. მათი უმრავლესობა, ძირითადად, ფსიქოლოგები ან პედაგოგები არიან:
"კოორდინატორებმა ჩვენს ორგანიზაციაში გაიარეს გადამზადების შესაბამისი კურსები და ახლა ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, რაც წარმოადგენს მინდობითი აღზრდის პოპულარიზაციას. ისინი ცდილობენ, მოიძიონ მინდობით აღმზრდელები და გაავრცელონ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ზოგადად მინდობით აღზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარედ საპატრიარქოა არჩეულია, ეს არ ნიშნავს, რომ კოორდინატორებს მხოლოდ მრევლთან უწევთ მუშაობა. ისინი ინფორმაციის გავრცელების მიზნით დადიან სკოლებშიც, ბაღებშიც და ესაუბრებიან არა სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებსაც" - აღნიშნავს გია კაკაჩია.
ეკატერინე ჭილაძე ბათუმის ეპარქიის კოორდინატორია. ეკატერინე აღნიშნავს, რომ პროექტი, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია შედეგობრივად, რადგან პროექტი კომპლექსურად მოიცავს უამრავ საჭირო სერვისს. პროექტის ფარგლებშივე ხდება მინდობით აღმზრდელების მოძიება, მათი დატრენინგება, ბავშვის ოჯახში განთავსებამდე აღმზრდელების მხარდაჭერა და უკვე განთავსების შემდეგაც გრძელდება მათ დახმარება.
"პროქტში ჩვენი ფუნქცია მრევლისთვის ინფორმაციის მიწოდება მინდობით აღზრდის შესახებ და ასევე, ოჯახების წახალისებაა. მრევლში ინტერესი საკმაოდ მაღალია. ტაძრებში, წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მღვდელი, ან რომელიმე სხვა სასულიერო პირი უკეთებს ორგანიზებას მრევლში შეხვედრებს, შემდეგ უკვე, ამ შეხვედრებზე ვაწვდით მათ ინფორმაციას, ვპასუხობთ კითხვებს, ვუზიარებთ ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაციას. სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, მივდივართ მათთან ოჯახში, ვესაუბრებით ოჯახის წევრებს უფრო დაწვრილებით, ვუხსნით პროცედურებს და ვეხმარებით რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიებაში. ოჯახებში ვიზიტი ჩვენც გვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად მზად არიან ისინი ბავშვის აღსაზრდელად. ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა ვაცნობიერებთ, რომ ბავშვი მინდობით აღმზრდელთან თანაცხოვრებისას გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, რადგან იგი ხვდება ოჯახში, სადაც მეტ-ნაკლებად იღებს იმ მზრუნველობას, რასაც მშობლებისგან უნდა იღებდეს და როდესაც ბავშვზე ზრუნვაზე ვსაუბრობთ, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ბავშვს დარჩეს შეგრძნება, რომ ის სახლშია" - ამბობს ეკატერინე ჭილაძე.
მაია ჩიჯავაძე მინდობით აღმზრდელია. პროექტში ორწელწად-ნახევრის წინ ჩაერთო. იგი ქობულეთის სოფელ შუაღელეში ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. თავად სამი შვილი ჰყავს, მათ შორის, უმცროსი 18 წლისაა. მაია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილები წამოიზარდნენ, მას და მის მეუღლეს ხშირად უსაუბრიათ, აეყვანათ მზრუნველობამოკლებული ბავშვი და გაეზარდათ:
"ჩვენი ოჯახის ყველა წევრს ძალიან გვიყვარს ბავშვები და ვფიქრობდით კიდეც ბავშვის მოყვანას. როცა შევიტყე, როგორ შეიძლებოდა პროცედურებს მივყოლოდი, ჩავერთე ამ პროექტში, დავწერე განცხადება და მიმღებ აღმზრდელად დავრეგისტრირდი. გავიარე "მიმღებ მშობელთა ორგანიზაციის" სპეციალური ტრენინგებიც. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მშობელი ვარ და ბავშვებთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილება მაქვს სკოლაში, ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგები ძალიან დამეხმარება. ამას უკვე მაშინ მივხვდი, როდესაც ბავშვი გამოჩნდა და მოიყვანეს ჩვენთან. ახლა ის 9 წლის ძალიან თბილი გოგონაა, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა აქვს. თავიდან, როცა ბავშვი მოვიდა ოჯახში, გამოწვევა გაჩნდა ასეთი, ვერ შემოდიოდა კონტაქტში თავისუფლად, უნდობლობა ქონდა ჩვენ მიმართ. გვიჭირდა ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება, ასევე, ბავშვს საკმაოდ ცუდი გამოცდილება ქონდა თავის ბიოლოგიურ მშობელთან, აკლდა ზრუნვა, მშობლის სიყვარული. ურთიერთობისას, ეშინოდა ჩვენი, არ გვესაუბრებოდა. ნელ-ნელა თავად იგრძნო, რომ ვიმსახურებდით ნდობას".
როგორც მაია გვიყვება, კომუნიკაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ინტეგრაციის პროცესში ფსიქოლოგიც ჩართო. ასევე, ტრენინგებიდან მიღებული გამოცდილება დაეხმარა ბავშვის ბილოგიურ მშობელთან არსებული დაძაბულობის დაძლევაში. ცდილობდა, მაქსიმალურად მშვიდად მიეღო მშობლის აგრესია. როგორც აღნიშნავს, ახლა ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ბავშვს მოსწონს მათთან ოჯახში ცხოვრება და მინდობით აღმზრდელებს დედას და მამას ეძახის:
"ხშირად მხვდება ხოლმე წარწერა ფურცელზე - "მაიკო დედიკო, ძალიან მიყვარხარ". ჩვენც იმდენად შეგვიყვარდა, რომ ვფიქრობ, ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საკითხი თუ დადგა, ძალიან გაგვიჭირდება ამასთან შეგუება. მე მგონია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო, რომ სწორედ იმ ბავშვებს გაუზიარო სითბო და სიყვარული, აგრძნობინო თავი სასურველად, რომელსაც აკლია ზრუნვა?! მარტო ჩვენ კი არა, თვითონაც ძალიან დიდ სითბოს გამოხატავს, გვეფერება ყველას" - ამბობს მაია ჩიჯავაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა პროქტის ფარგლებში მას შემდეგაც არის გაწერილი, როდესაც ბავშვი სრულწლოვნების ასაკს აღწევს და სახელმწიფო ზრუნვის სერვისს მიღმა რჩება. პროექტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აღნიშნავს, რომ სრულწლოვნობის ასაკის შემდეგ არანაკლებ მნიშვნელოვანია სისტემიდან გასული ბავშვების მხარდაჭერა: "სწორედ მათი მხარდაჭერის მიზნით, პროექტში გათვალისწინებულია ხარჯები, რომელიც მოხმარდებათ მოზარდებს 18 წლის შესრულების შემდგომ. განისაზღვრება მათი საჭიროებები, რომელიც ცალკეულ შემთხვევაში, სხვადასხვანაირია. იქნება ეს სწავლის საფასური თუ სხვა მათთვის ღირებული საჭიროება ღირსეული ცხოვრებისთვის, პროექტში ამ მიმართულებითაც ნაფიქრია" - ამბობს გია.
ამ ეტაპზე, სისტემაში ჩართული რამდენიმე ბავშვი უახლოვდება 18 წელს, რომლებთანაც მიმდინარეობს მუშაობა სწორედ მათი სამომავლო გეგმების გათვალისწინებით განისაზღვრება საჭიროებები და შესაძლებელი გახდება დამოუკიდებელი ცხოვრების საწყის ეტაპზე მათი დახმარება.
ავტორი: თამარ კურატაშვილი

ფოტოზე: გია კაკაჩია

ფოტოზე: ეკატერინე
ჭილაძე

ფოტოზე: მაია
ჩიჯავაძე

სტატია დაიწერა პროექტის
"ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო" ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული
მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის
ავტორს.
ავტორი: თამარ კურატაშვილი
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები