რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ქარელის მერი იმ კომპანიის დასჯას აპირებს, რომლის ხელმძღვანელმა პრეტენზიები გამოთქვა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუმთავრებელია. სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები მიატოვა და, როგორც მისმა დირექტორმა გვითხრა, ამაში ადგილობრივი ხელისუფლების დიდი დამსახურებაა.

კომპანიის მიერ გაცხადებულ პრეტენზიებს ქარელის მერია იმით პასუხობს, რომ შავ სიაში კომპანიის შეყვანის მოთხოვნის წერილს გაამზადებს. მერის მოადგილე ნათია მაწონაძე ამბობს, რომ აღნიშნულ კომპანიას აუცილებლად მოახვედრებენ შავ სიაში. მისი თქმით, ის ბრალდებები, რაც ,,ნიუ კომპანიმ" ქარელის მერიას წაუყენა, აბსურდია.

,,კომპანიის დირექტორს, ამ ხნის განმავლობაში, არც ერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია იმის შესახებ, რომ ადგილზე არ იყო წყალი, არ იყო დენი... ჩადით ძლევიჯვარში და ნახავთ, რომ სოფელში წყალიც არის და დენიც არის. ამასთანავე, არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ არ მიმდინარეობდა სამუშაოები და რის გამოც ვაპირებდით კიდეც მასთან ხელშეკრულების შეწყვეტას" - აცხადებს ნათია მაწონაძე.

კომპანიის დირექტორის თქმით, ძლევიჯვრის სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესში, არ არსებობდა ხელშემწყობი პირობები.

,,არ იყო წყალი, არ იყო შუქი...ჩვენ დეტალურად მივუთითეთ ის მიზეზები, რამაც გამოიწვია სამუშაოების არდასრულება. ფაქტობრივად, არანაირი პირობები დაგხვდა სოფელში. ელემენტარულად, წყალი არ იყო ადგილზე და შორი მანძილიდან გვიწევდა ზიდვა. სკოლაში კი არა, მგონი სოფელშიც არ იყო წყალი" - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სამუშაოები მხოლოდ 40%-ითაა შესრულებული. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ქარელის მერიას ამ პროექტის განხორციელება რომელიმე ადგილობრივი კომპანიისთვის სურდა და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ობიექტური მიზეზები გადაიქცა სუბიექტურ მიზეზად:

,,პრობლემების არსებობის გამო, ვითხოვდით პროექტისა და შესაბამისად ხარჯთაღვრიცხვის შეცვლას. მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ დაგვიმტკიცეს ახალი ხარჯთაღრიცხვა, რაც უკვე აბსურდული სიტუაცია შეიქმნა. ჩვენი კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და პირველად მივიღეთ მონაწილეობა ქარელის რაიონში და ასეთი მოულოდნელი რამ დაგვხვდა" - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ქარელის მერიამ სასწრაფოდ ,,მოძებნა" ახალი კომპანია და მასთან პირდაპირი ხელშეკრულება 2020 წლის 31 აგვისტოს გააფორმა. ეს ახალი კომპანია ,,ნიკა 2000"-ია, რომელმაც ორ კვირაში უნდა დაასრულოს დარჩენილი 60%-ის სამუშაოები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.