რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ,,ნაქარი'' ვაშლის ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით შტაბი გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქალაქ გორში არასტანდარტული (ე.წ. ნაქარი) ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

2020 წლის ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობები. 2015 წლიდან, პროგრამის "დანერგე მომავალი" დაწყებიდან დღემდე 9,000-ზე მეტ ჰექტარზე გაშენდა ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, სახელმწიფო თანდაფინანსებამ 58 მილიონ ლარს გადააჭარბა. მათ შორის ვაშლი გაშენებულია 1,127 ჰა-ზე სახელმწიფო თანადაფინანსება - 9 მლნ ლარს აჭარბებს. პროგრამით გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით, ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის ნედლეულის კარგი ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას. ახლად გაშენებული ბაღებიდან 2020 წელს საპროგნოზოდ დამატებით 10,000 ტონაზე მეტი ვაშლის მოსავალი იქნება, ხოლო 2021 წელს 20,000 ტონაზე მეტი.

სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების საშუალებით მხარს უჭერს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღების განახლებასა და გაშენებას, თუმცა ჯერ კიდევ დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა.
იმისათვის, ფერმერებს არ შეექმნათ არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

კომპანიები, რომლებსაც სურთ "2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში" ჩართვა ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით საკოორდინაციო შტაბში.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის და წარმოების მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

შტაბის გახსნას ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.