რედაქტორის რჩევით
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალში შიდა ქართლიდან ორი კანდიდატი იბრძოლებს
ხვალ, 19 სექტემბერს სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის
გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალური ეტაპისთვის საქართველოს
რეგიონებიდან 10 საუკეთესო სკოლის დირექტორი შეირჩა, მათ შორის 2 შიდა
ქართლიდან - ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის
დანდურიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო
სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსანტთა შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მეორე ეტაპზე გამოვლინდა 10 ფინალისტი, ხოლო მესამე ეტაპზე, ხვალ, გამოვლინდება სამი გამარჯვებული - გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები. კონკურს გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური საბჭო.
გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად - 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.
გაიცანით უკეთ გორის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილი და ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი.
იხ. ამავე თემაზე:
▶️როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
▶️როგორ გაჩნდა ახალი სასწავლო სივრცე ხაშურის #1 სკოლაში

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები