რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
32 წლის ახალგაზრდა ქალის თ.ლ-ს ისტორია:
დაიცლება, აბა რა! ახალგაზრდები ვერაფრით ერთობიან. კინო აქ არ არის, თეატრი და ღამის კლუბი. ასე გეტყვით ჩემს პატარა ქალაქში მცხოვრები ნებისმიერი მეორე ახალგაზრდა. შესაძლოა, ნებისმიერი პირველიც. არადა, ჩემი წამოსვლის მიზეზი, არც უკინოობა ყოფილა, არც უთეატრობა და არც ის, რომ ქალაქში ღამის კლუბი არ იყო. მიზეზი, რის გამოც დედაქალაქში გადმოსვლა მომიწია, გაცილებით პირქუშად ბანალური გახლდათ. იმდენად, რომ სასტიკიც კი შეიძლება დავარქვათ. როცა ყველა იმედი ამოიწურა, რომ ჩემზე ქმარი აღარ იძალადებდა, ერთადერთ შვილს ხელი მოვკიდე და წამოვედი. წასასვლელი არ მქონდა და ეს ჩემმა ქმარმაც შესანიშნავად იცოდა. - სად წახვალ, ვინ მიგიღებს? ვინ იცის, რამდენჯერ მომისმენია დამცინავი, უკვე რიტორიკულად ქცეული კითხვა მისგან. - ხომ იცი, რომ ადგილი არ გვაქვს, გარდა ამისა, რას იტყვის ხალხი? ვინ იცის, რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის მშობლებს. ჰოდა, ერთ დღესაც მივხვდი, რომ ნებისმიერი დღე ატარებდა შესაძლებლობას გადაქცეულიყო იმ მშვენიერ თარიღად, როცა მე საკუთარ შიშს ვაჯობებდი, სიმართლეს თვალს გავუსწორებდი და ვიტყოდი, რომ კმარა. ეს დღეც დადგა.
წამოვედი ქალაქში. ვიფიქრე, ხალხი უცხო ქვეყანაში მიდის და ფუძნდება, მე კიდევ, აქვე, ჩვეული გარემოდან ორი საათის სავალზე, როგორ ვერ მოვიკიდებ ფეხს მეთქი, თუმცა, ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. ბარიერი ბევრია და ეს მხოლოდ უბინაობა არ არის.
დრო:
დიდ და პატარა ქალაქებში დროსთან სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ პატარა ქალაქში თითქმის ყველა ადგილას ფეხით მისასვლელად მაქსიმალური დრო 15 წუთია, დიდ ქალაქში გადაადგილება გაცილებით რთული, დროში ძნელად განსასაზღვრი და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამღლელი პროცესია. განსაკუთრებით კი, თუ ჩემს მსგავსად, პატარა ბავშვთან ერთად გიწევს მგზავრობა. ტრანსპორტი სავსეა. მგზავრთა უმრავლესობა კი - არცთუ კეთილგანწყობილი. იმასაც ვიტყვი, ბავშვიანი ადამიანის მიმართ ქალები და ახალგაზრდები გაცილებით ლოიალურები არიან, ვიდრე მამაკაცები. ეს მოცემულობაა.
ენა:
ქართული მშობლიური ენაა, რომელიც კარგად ვიცი - ასე მჯეროდა ყოველთვის. ეს ასეც არის, თუმცა, მნიშვნელოვანი ურთიერთობებისთვის ჩემი ცოდნა არასაკმარისი აღმოჩნდა. ყველა ირონიული ღიმილი მახსოვს, რაც ჩემს აქცენტს დაუმსახურებია. ყველა გადალაპარაკება, რაც ჩემმა რბილმა ლ-მ გამოიწვია, ახლაც ეკალივით მჩხვლეტს. აქცენტი გაქვს, რბილ ლ-ს იყენებ - უცხო, არაშინაური ხარ. მერე რა, რომ შესაძლოა „უაქცენტოებთან“ მსგავსი ინტერესი გქონდეს, ან რომელიმე საკითხში მათზე უკეთაც კი ერკვეოდე.
პირადი სივრცე და ურთიერთობები:
ეს უკვე სხვა ამბავია. პირადი სივრცე დიდი ქალაქის პატარა ბინაშიც კი გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა ქალაქის დიდ სახლში. ამას ბევრი ჩემი ნაცნობი დაკარგვას ეძახის, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. არსად არ იკარგები, პირიქით, საკუთარი თავის პოვნის მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ამასთან, იხსნება სივრცე, სადაც ადამიანებთან ურთიერთობ არა ვალდებულების (ნათესაობა-მეზობლობის), არამედ საერთო ინტერესების გამო, რაც ძალიან სასიამოვნოა.
საკუთარი საქმე:
საქმით დაკავების შესაძლებლობაც დიდ ქალაქში ბევრად მეტია. თუ არ ითაკილებ, გაცილებით ბევრი სახლია დასალაგებელი, თუ განათლება გაქვს, ბევრი მოსწავლეა, ვისაც შენგან დახმარება სჭირდება. თუ პატიოსნად იმუშავებ და ჯანმრთელობაც ხელს შეგიწყობს, ალალი ლუკმის შოვნის შანსი, ქალაქში გაცილებით დიდია. მეტი შესაძლებლობაა, რომ ნათესავ-ახლობელ-მეგობრების წყალობაზე არ იყო დამოკიდებული და მერე მათი შეხედულებებით ცხოვრების აწყობაც არ დაგჭირდეს.
სერვისები და ინტეგრაციის შესაძლებლობები:
ნაკლებად. მე არ ვიცი დაწესებულება, რომელიც დამეხმარება და იმ შემთხვევაში, თუ პანდემია შემეხო, ჩემს პატარა შვილს მიხედავს, თუ იზოლაციის აუცილებლობა შემექმნება, საჭმელს მომაწვდის, თუნდაც საკვები ჩემივე ფულით იყოს შეძენილი. გლოვოს არ ვგულისხმობ, ეგეთ სერვისებზე ჩვენს „კლასტერს“ ხელი ნაკლებად მიგვიწვდება. სამეზობლოებიც აქ პატარა ქალაქებისგან განსხვავებით, ნაკლებად ეხმარებიან ერთმანეთს. მითუმეტეს, თუ მათთან მხოლოდ ცოტა ხნის ურთიერთობა გაკავშირებს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ სხვა ვალდებულებაც ჩნდება - ადამიანური თანადგომის, ურთიერთდახმარების, საკუთარი სინდისის წინაშე პასუხისმგებლობის, მაგრამ ეს ჯერჯერობით ერთეულთა ხვედრია.
თეატრი, კინო და ღამის კლუბები:
რაც დედაქალაქში ვცხოვრობ, ღამის კლუბში არასდროს ვყოფილვარ. თეატრში ერთხელ თუ ორჯერ მყავდა ბავშვი, კინოში ცოტა უფრო მეტად. ესეც, რა თქმა უნდა პანდემიამდე. მიზეზი, რის გამოც სოფლები და პატარა ქალაქები ახალგაზრდებისგან იცლება, გასართობი ადგილების ნაკლებობა არ არის. დიდ ქალაქებში „ემიგრირებულებს“ გასართობი ფული და დრო ისედაც ნაკლებად გვაქვს. შიდა მიგრაციის მიზეზი სხვაა: დასაქმების დაბალი პერსპექტივა, დასაქმების შემთხვევაშიც კი მიზერული შემოსავალი და პირადი სივრცის პრაქტიკულად არარსებობა, რაც ადამიანებს სხვისი შეხედულებებით ცხოვრებას აიძულებს. ასე, რომ სოფლების დაცარიელებას ძალიან ღრმა მიზეზები აქვს და მეჩვენება, რომ პროცესი შეუქცევადია.
შიდა მიგრანტის დღიური - 32 წლის ახალგაზრდა ქალის ისტორია
ნინო სუხიაშვილის
ბლოგი

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები