,,სანამ მე ფორმა მაცვია, თქვენ აქ ვერ იდგებითო" - ამ სიტყვებით ოცმეთაური ტაქსის მძღოლებს მიმართავს ხოლმე.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსების მძღოლებს თითო-თითო მანქანა, მგზავრების აყვანის მიზნით, ყოველდღიურად, მიჰყავთ. ერთი მანქანის შევსების შემდეგ ტერიტორიაზე მეორე მანქანა შედის და დგას.
,,თავიდან რამდენიმე მანქანით ვიდექით ხოლმე. ახლა აღარც იმ ერთი მანქანის დაყენების უფლებას გვაძლევენ. ფეხითაც რომ ვიდგე, მოდის და მეუბნება - წადი აქედანო" - აცხადებენ ტაქსის მძღოლები.
მძღოლებთან შეხვედრის დროს ქალაქის მერმა საკადასტრო რუკა მოიშველია.
,,პირველადი დათვალიერებით გეტყვით, რომ ეს ტერიტორია მერიას არ ეკუთვნის. შესაბამისად, ჩვენ არანაირი უფლება გვაქვს იქ რაიმე ნებართვა გავცეთ. იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, ვითარება ადგილზე უნდა შევისწავლოთ." - განაცხადა ქალაქის მერმა.
მძღოლებმა მიიღეს მითითება, რომ კოლექტიური განცხადება იმავე დღეს დაწერონ, ხოლო მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ადგილზე დღესვე შეისწავლიან.
,,თუ აღმოჩნდება, რომ ტერიტორია ქალაქს ეკუთვნის, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ უკვე ხელშეკრულების დადებაზე, როგორც ინდმეწარმეებთან. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ხომ არ ვიცით, პატრული რა მითითების საფუძველზე მოქმედებს? ამ საკითხის შესწავლა მათთან ერთად მოხდება" - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები