რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სოფელი ხალები - მიტოვებული სახლების მოლოდინი

 

სოფელში ვითარება პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის პერიოდში დაიძაბა და ეთნო შუღლი გამწვავდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძარცვა და მოროდიორობის შემთხვევები სოფელში ყოველდღიურად ხდებოდა. 

 

“არეულობა რომ დაიწყო ოსები გაყარეს. ზეწოლა ხდებოდა ოსურ ოჯახებზე, ღამე თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ, არ ვიტყვი, რომ მარტო ქართველები. ოსები ეუბნებოდნენ, ვინ ცხოვრობდა კარგად და იმის მიხედვით ხდებოდა ძარცვა. შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რის გამოც ოჯახები იძულებული გახადეს დაეტოვებინათ ყველაფერი“.- ამბობს ხალების მკვიდრი ევა ბიჭიკაშვილი.

 

19991-92 წლებს კიდევ ერთი ადგილობრივი მერაბ ლურსმანაშვილი  იხსენებს “ერთი,რომ წავიდა მეორეც გაყვა და ასე დატოვეს მათ სოფელი.რა თქმა უნდა ზეწოლაც იყო.იმას ვერ გაიგებ ოსი ოსს ჩაგრავდა თუ ქართველი ჩაგრავდა ოსს. ფაქტია, რომ ზეწოლა ხდებოდა, რის გამოც მოუწიათ იმ ადამიანებს  საკუთარი სახლების მიტოვება რომლებიც აქ დაბადებიდან ცხოვრობდნენ.“ 

 

ეთნიკური ნიშნით კონფლიქტს წინ მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები უძღვოდა, როდესაც საქართველო საბჭოთა იმპერიას გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ აქედან იწყება კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის.

 

საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა ზვიად გამსახურდიას უთხრა, რომ „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“.

 

ეს, გარკვეულწილად, მუქარის შემცველი განცხადება გახდა იმის წინაპირობა, რომ მაშინდელ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში“ შეიქმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, რომლის კონტროლს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ვერ ახერხებდა. სწორედ ამ პერიოდში ზვიად გამსახურდიამ ოს მოსახლეობას მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო:

 

„ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივის დროის მანძილზე, მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბნიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდეს. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. ოსებისთვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც ოლქს არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე“. - ნათქვამია გამსახურდიას მიმართვაში რომმელიც მან 1991 წლის 4 მარტს გააჟღერა.

 

მიუხედავად გარკვეული სახის მცდელობებისა შედეგი სულ სხვანაირი დადგა, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სტატისტიკა იმ პერიოდში ოსი ოჯახების წასვლის შესახებ, შესაბამისად უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა მიატოვა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და იძულებული გახდა საქართველოს ის ტერიტორია დაეტოვებინა, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება აკონტროლებდა.

 

2006 წელს პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი მმართველობის პერიოდში ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი“ –„ცხინვალის რეგიონმა“ ჩაანაცვლა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. ამა ვე წელს სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს“. თუმცა სულ სხვა პოზიცია აქვთ ე.წ. სამრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასაც და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

 

საპირისპიროს ამტკიცებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:

 

„ყველა ნათლად ვხედავთ, რეალურად როგორ და ვის მიმართ განხორციელდა ეთნოწმენდა. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა დღეისათვის გამოდევნილია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან და მათი სახლები მიწასთანაა გასწორებული.  სწორედ ეს არის ეთნიკური წმენდა. ასე რომ, ეს არის მხოლოდ უსუსური სპეკულაცია, როცა საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ ოსი მოსახლეობის მიმართ ეთნიკურ წმენდას."

 

,,სურათი  სრულიად სხვაგვარია.  ქართველებს სამხრეთ ოსეთს ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება კიდეც რომ მიეცეთ, მათ დასაბრუნებელი ადგილიც კი არ აქვთ.  ქართული ისტორიული სოფლები სრულადაა განადგურებული, რაც სწორედ ეთნიკურ წმენდაზე მეტყველებს, მაგრამ არა ოსი, არამედ ქართველი მოსახლეობის წინააღდეგ.  საქართველომ  მიიღო კანონი რესტიტუციის შესახებ და იმ ეთნიკურ ოსებს, რომლებსაც მოუწიათ, დაეტოვებინათ საქართველო და ეს სამარცხვინო ფაქტები მართლაც ხდებოდა 90-იან წლებში,  აქვთ საშუალება, დაბრუნდნენ."

 

,,თუმცა, 2008 წლის შემდეგ კანონი სრულყოფილად ვერ მუშაობს,  არსებობს პრობლემები. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს პრობლემები აღმოიფხვრას, გამოირიცხოს ყოველგვარი  წინაღობა, ამ მოქალაქეებმა შეძლონ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების რეალიზება. არ არის გამორიცხული,  საჭირო გახდეს რესტიტუციის შესახებ კანონის გადახედვა.“

 

საქართველოს პარლამენტმა 2006 წელს მიიღო კანონი „ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა საცხოვრებელი ფართისა და ქონების რესტიტუციის შესახებ“, ის  ძალაში 2007 წლის 1 იანვარს შევიდა. რაც გულისხმობს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული ფიზიკური  პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია. თუმცა, როგორც ზაქარეიშვილმა უკვე აღნიშნა კანონი სრტული დატვირთვის ვერ მოქმედებს და გადახედვას საჭიროებს.

 

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეთნიკურად ოს მოსახლეობაზე გარკვეული სახის ზეწოლას და შევიწროებას იმ პერიოდში ადგილი მართლაც ჰქონდა:

 

„არსებობს კონკრეტული ფაქტები, როცა სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელები ეთნიკურად ოს მოქალაქეებს გათავისუფლების მიზეზად შრომის წიგნაკში პირდაპირ უწერდნენ: “გათავისუფლებულია სამსახურიდან ოსი ეროვნების გამო“. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია საპასუხო რეაქცია და ჩრდილოეთ ოსეთი ათეულობით ქართულმა ოჯახმა დატოვა, მაგრამ მათი უმეტესობა რამდენიმე წელიწადში, როცა შიში და დაძაბულობა ჩაცხრა, დაბრუნდა სახლებში - იქ ჰქონდათ ბიზნესი, ჰყავდათ ნათესავები და ასე შემდეგ. დღეს საქართველოში ალბათ, სულ რამდენიმე  ადამიანი მოიძებნება, რომელმაც იმ პერიოდში დატოვა ჩრდილოეთ ოსეთი და უკან აღარ დაბრუნდა. ფაქტობრივად,  ამ თემაზე ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.“ - ამბობს მინისტრი. 

 

მიუხედავად კონფლიქტისა და ეთნიკური ნიშნით გამორჩევისა,იმ ოჯახების ნაწილი რომელებმაც 1991-92 წლებში დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი სახლები  სოფლ ხალებში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან ძირითადად დღესასწაულებზე. ადგილობრივები ამბობე,რომ მათ ჩამოსვლა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს და წინაპრების საფლავებსა და საკუთარ სახლებს შეძლებისდაგვარად პატრონობენ.სამაგიეროდ ის ქართველები რომლებმაც  სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ ვერ ახერხებენ მეორე მხარეს გადასვლას მათ ამის საშუალებას აღარ აძლევენ.

 

მალხაზ მიქელაძე

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.