მერეთსა და კარბს შორის დაზიანებულ გზაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის მანქანები არ მოძრაობს. სანაგვე ურნები კი, რომლის შეძენას მუნიციპალიტეტის გამგეობა თითქმის ერთი წელია აპირებს, არც ნოემბრის თვეში ჩანს. მოსახლეობამ არ იცის, რომ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს იმ კომპანიამ უჩივლა, რომელიც ტენდერში დაიწუნეს. კომპანიებსა და გამგეობას შორის დავა რამდენიმე თვეა გრძელდება.
,,დამარცხებული" კომპანია აცხადებს, რომ ტენდერში არასამთლიანად დაიწუნეს. მისმა წარმომადგენელმა დავების საბჭოს მისწერა, რომ შესყიდვების დოკუმენტაციაში მითითებული მოთხოვნები გამგეობამ ,,გამარჯვებულ" კომპანიაზე არ გაავრცელა. ვიდრე ეს პროცესები მიდის, მერეთელები ნაგავს საკუთარ ეზოების წინ და მდინარე ლიახვზე ყრიან.
სოფელ კარბში გვითხრეს, რომ ერთი ჭაბურღილია, რომელიც გრაფიკით მუშაობს. ყოველთვიური გადასახადი ოჯახზე 3 ლარია. ჭაბურღილი ელექტროენერგიაზე მუშაობს. შედარებით შეძლებული კარბელები ჭებით სარგებლობას განაგრძობენ.
გამგებლის წარმომადგენელი მერეთის თემში შამილ თუხარელი ადასტურებს, რომ სასმელი წყალი საკმარისი არ არის მოსახლეობისთვის.
,,მუშაობა მიმდინარეობს მეორე ჭაბურღილის გაკეთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანაგვე ურნებს და ნაგავმზიდს, თუ მოსახლეობა მოითხოვს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სანაგვე ურნებს შევძენთ." - ამბობს შამილ თუხარელი.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.







სტატიის გამოყენების პირობები