რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მთის სტატუსის მქონე სკოლების მხარდასაჭერად სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს
მთის სტატუსის მქონე სკოლების მხარდასაჭერად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს. ტენდერი გამოცხადდა იმ ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც სკოლებს შეარჩევს და პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მთის სტატუსის მქონე იმ სკოლებს მიეცემათ, რომელთაც საბაზო-საშუალო საფეხურზე არანაკლებ 20 მოსწავლე ყავთ.

კომისია შეარჩევს არანაკლებ 30 სკოლას. სამინისტროს ცნობით, დღეს, მთის სტატუსით 500-ზე მეტი საჯარო სკოლა სარგებლობს, მათ შორის, 300-ზე მეტ სკოლაში, საბაზო-საშუალო საფეხურზე არანაკლებ 20 მოსწავლე ირიცხება.

განიხილება ნებისმიერი მიმართულების კონცეფცია. თუმცა, უპირატესობა მიენიჭება შემდეგი მიმართულებების ფარგლებში მომზადებულ კონცეფციებს/პროექტებს:

- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ტექნოლოგიები;
- სამოქალაქო განათლება;
- ხელოვნება/შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- სპორტი.

სასკოლო პროექტები ხელს უნდა უწყობდეს:

- დასახული მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სფეროებში მოპოვებული ცოდნის ინტეგრირების უნარის გამომუშავებას;
- მოსწავლეებში გუნდური მუშაობის ჩვევების გამომუშავებას;
- კონკრეტული თემების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენა და გაღრმავებას. ასევე გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები;
- შეიცავდეს ინოვაციურ ელემენტებს;
- მოსწავლეებს აძლევდეს თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- ხელს უწყობდეს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას და არაფორმალური განათლების გაძლიერებას;
- შესრულებული სამუშაოს საჯაროდ წარმოდგენისა და დაცვის უნარის გამომუშავებას;

პროექტები შეიძლება იყოს კვლევითი, შემეცნებითი, გამოყენებითი ან შემოქმედებითი ხასიათის.

- სკოლამ დაფინანსებული პროექტი უნდა განახორციელოს 2021 წლის 15 ნოემბრამდე;
- პროექტის განხორციელების საშუალო ხანგრძლივობაა 3 თვე;
- სკოლის მიერ განსახორციელებელი პროექტის პირდაპირ ბენეფიციარებს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები უნდა წარმოადგენდნენ;

სკოლების მიერ მომზადებული პროექტების განხილვას და დაფინანსების საკითხების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამინისტრო.

წლის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, (საჯარო პრეზენტაციები, გამოფენები და სხვა). ჟიურის შეფასების საფუძველზე გამოვლინდება 10 საუკეთესო სკოლა. ყველა მონაწილე მოსწავლეს და მასწავლებელს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

ღონისძიების ონლაინ ფორმატში ჩატარება განიხილება მხოლოდ გართულებული ეპიდვითარების ფონზე.

ვადები

I ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;
II ეტაპი- პირველი ეტაპის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
III ეტაპი -უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2021 წლის 25 დეკემბერს.

,,სკოლებში არაფორმალურ განათლებაზე ორიენტირებული პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სკოლის მოტივაცია, სკოლაში საბაზოსაშუალო საფეხურზე მოსწავლეთა საკმარისი რაოდენობა მრავალფეროვანი აქტივობების დასაგეგმად, შესაფერისი ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების არსებობა.'' - აღნიშნულია პროგრამის აღწერილობაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.