რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ფრისელმა მამაკაცმა მანქანა ,,მესაზღვრეებს'' დააჯახა - ცხინვალის ,,კგბ''-ს ვერსია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპულიკის უშიშროების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა. ,,კგბ''-ს ცნობით, ცხინვალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე ე.წ. საზღვრის გადაკვეთას შეეცადა.

საქმე 2 მაისს, აღდგომის დღეს მომხდარ ფაქტს ეხება. ,,კგბ''-ს ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, ავტომობილით, რუსეთის მესაზღვრეებს შეეჯახა.

,,2 მაისს, აღდგომის დღესასწაულზე, ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფლის მკვიდრი, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა, საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს ავტომობილი შეაჯახა მესაზღვრეებს, ვერ დამორჩილა რა საჭე და გადავიდა სავალი ნაწილიდან, რა დროსაც იქნა აყვანილი. რესპუბლიკის რიგი მოქალაქეები, არა მარტო აიგნორებენ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობას საზღვრის შესახებ, არამედ სამართალდამცავთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც კი უქმნიან საფრთხეს" - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში აღნიშნეს, რომ - დამნაშავემ საფრთხე შეუქმნა მესაზღვრეთა სიცოცხლეს და ასევე დააზიანა სამხედრო საკუთრება.

"აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს. ამგვარი ინციდენტების ანალიზი მიუთითებს უპასუხისმგებლო მოქალაქეების არსებობაზე, რომლებიც მისდევენ ქართველი პოლიტიკოსების, სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალისტური ორგანიზაციების შეხედულებებს, რომლებიც არ ცნობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და იღებენ ზომებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გასანადგურებლად. " - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ოფიციალური თბილისის ვერსიას, შს სამინისტრო უარყოფს იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რაიონის სოფელ ფრისში მცხოვრებმა მამაკაცმა გამყოფი ხაზის ღობე გადალახა და სოფელ დიცში შევიდა. 

როგორც ერთ-ერთი მკვიდრი, ვანო საური ჩვენთან საუბარში აცხადებს, ოსი მოქალაქე ავტომანქანით დიცის ცენტრში მივიდა და მათ გაესაუბრა.

,,ერედველი ბიჭი ვარო. არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო.ოსსაც აგინებდა და ქართველსაც. ქართულად ლაპარაკობდა. თვითონ რომ არ ეთქვა, ოსი ვარო, ვერც გაიგებდი, რომ ოსი იყო. ცოტა ხანს გაჩერდა აქ. მოატრიალა მერე მანქანა და ისევ იქით წავიდა, ღობისკენ. როგორც მერე გაირკვა, ფრისელი ყოფილა. შეიძლება ერედველიც იყო და ახლა ფრისში ცხოვრობს. ცოლი მყავს ქართველიო, ამბობდა." - იხსენებს ვანო საური. მამის ნათქვამის არ ჯერავს მის შვილს, ბაჩუკი საურს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებულ უწყებაში, საბავშვო ბაღში მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.