რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
პატარა ხალები – ერთი მუდმივი მცხოვრებით
ოსიაურიდან,
მდინარე მტკვრის მხარეს რომ გადაუხვევთ, გზა მდინარის სანაპიროს
მიუყვება. მტკვრის გასწვრივ შეგხვდებათ სატვირთო მანქანები, რომლითაც
ხრეშას და ქვიშას ეზიდებიან. სამშენებლო მასალებით დატვირთული
მანქანების მოძრაობა იმის მანიშნებელია, რომ სადღაც მშენებლობაა
გაჩაღებული და ცივილიზაცია ყვავის.
იმის გამო, რომ კილომეტრებით გადაჭიმული წიაღისეულის მომპოვებული საამქრო შეგხვდა, გვეგონა, მისი მეპატრონე ან მეპატრონეები კეთილი ადამიანები იქნებოდნენ და დანიშნულების ადგილამდე მათი წყალობით სანიმუშოდ მოხრეშილი გზები შეგვხვდებოდა.
კარგი გზა ხცისიდან მთავრდება. დაახლოებით 5 კმ-ის შემდეგ, სამშენებლო მანქანების მიერ დატრიალებულ მტვერს დავაღწიეთ თავი, თრიალეთის ქედებში ვიწრო გზას მაღლა და მაღლა ავუყევით. სწორედ, ეს გზა მიგიყვანთ პატარა ხალებამდე.
ტყის კორომებში გზა ალაგ-ალაგ გაუკაფიათ და გაუფართოვებიათ. თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს შეშის მანქანებისთვის გაუკეთებიათ. დაახლოებით ამდენივე, 5 კმ მანძილზე ეს გზა ორ სოფელს – დიდ და პატარა ხალებს აკავშირებს.
ჩვენ პატარა ხალებისკენ გავაგრძელეთ გზა. დიდ ხალებში მხოლოდ რამდენიმე ერთეული სახლი შეგვხვდა. ..ეს დიდი ხალები თუ ასეთი პატარა სოფელია, პატარა ხალები რაღა უნდა იყოს?!" - ამ ფიქრით გავაგრძელეთ გზა დიდი ხალებიდან. ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომ მივუყვებოდით ტყის ბიზნესის მთავარ ,,მაგისტრალს"" - ამ ხეობაში.
ნებისმიერ ასეთ პატარა სოფელში უცხო მანქანის გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. პირველ რიგში – გაოცებას. აქ ხომ იშიათია, ვინმე დაინტერესდეს ადგილობრივების ბედით. ამიტომ, ადგილობრივები უმეტესად ფიქრობენ, რომ უცხო მანქანის პატრონი ვიღაცის ახლობელია.
გზის გავლა დიდი ჯაფისა და წვალების ფასად დაგიჯდებათ. განსაკუთრებით, თუ ახალი ან ერთი კვირის ნაწვიმია. ტალახი ხომ აქ კვირეების მანძილზე რჩება.
დიდი ხალებიდან პატარა ხალებამდე 2 კმ-ია, რომელსაც მკვეთრი დახრილობის მქონე აღმართები ახლავს. სოფლის შესასვლელში, პატარა ბეტონის გზა გაუკეთებიათ. ამ აღმართზე გაკეთებულ ბეტონის გზაზე მხოლოდ ერთი მანქანა გაეტევა. შემხვედრი მანქანის არსებობის შემთხვევაში, უკან დაგორება მოგიწევთ. ამიტომ, ჩვენი ტრანსპორტი ქვემოთ დავაყენეთ.
ავუყევით ბეტონის გზას და 120 ნაბიჯის შემდეგ დამთავრდა. ისევ-ისევ ორმოული გზა დაიწყო და შემდეგ აღმოვჩნდით სოფელში.
გავარკვიეთ, ეს 80-90 მეტრიანი ბეტონის გზა სოფლის პროგრამის თანხით გააკეთეს. სოფლისთვის, საქართველოს მთავრობა, ყოველწლიურად 10 000 ლარს გამოყოფილია. როგორც დიდი ხალების წარმომადგენელი, გიორგი ლომიძე ამბობს, ამ ბეტონის გზის გაკეთება სოფლის კრებაზე გადაწყვიტეს.
,,წელსაც იგივე თანხაა გამოყოფილი. 10 000 ლარი რასაც ეყოფა, იმდენ მეტრზე ბეტონი დაიგება. '' - ადასტურებს გიორგი ლომიძე. სოფლის მუდმივმა მცხოვრებმა, ლია ლურსმანაშვილმა გვითხრა, რომ სავარაუდო, ასე ნაწილ-ნაწილ, გზის მობეტონება სრულად 5 წლის შემდგ დასრულდება.
სოფელში, რეგისტრირებულია 10-მდე ოჯახი. აქედან, ლია ლურსამანაშვილი ცხოვრობს მუდმივად: ,,ზამთარში როცა გზები სულ იკეტება, მხოლოდ, მაშინ მივდივარ ძმებთან. 15 წელი ხაშურის გალანტერიის ფაბრიკაში ვმუშაობდი. მერე დედა გამიხდა ავად და იმის გულისთვის ამოვედი. იმის შემდეგ სულ აქ ვარ. კი, მეუბნებიან, ვიცხოვრობ დაბლა, ხაშურში, ძმებთან, მაგრამ აქ მირჩევნია. დანარჩენები ამოდიან ხოლმე ხშირად, ნაკვეთებს უვლიან. ხან ძმების, ხან კი, - მათ იმედად ვარ აქ.'' - ამბობს ლია ლურსმანაშვილი.
ელდარ ბლიაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც ხაშურიდან თითქმის ყოველკვირა დადის სოფელში. უვლის მამა-პაპურ სახლსა და ნაკვეთებს. ,,მტკვრიდან რომ წამოხვედი, რაც მოხრეშილი გზა შეგვხვდა, ეგ მამაჩემის დროინდელი მოხრეშილია. მამაჩემი წლების განმავლობაში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. აი, მაშინდელი მოხრეშილია. დედაჩემი კი ექიმი იყო და სანამ შეეძლო, მაინც ემსახურებოდა ამ სოფლებს. ცხენით დადიოდა ხოლმე გარშემო სოფლებში. 1990-იან წლებში არეულობა რომ დაიწყო, ოსი მოსახლეობა წავიდა აქედან. ამ გაჭირვებამ ქართველებიც წაიყვანა აქედან. ზოგი ბრუნდება უკან, მაგრამ ძირითადად ხნიერი ადამიანები. ახალგაზრდებს აქეთ მოხედება არ უნდათ. ჩვენ როდემდე ვივლით აქ? თუ მოვდივართ, ისიც დიდი მანძილი ფეხით უნდა გავიაროთ. დაღლილ-დაქანცული ადამიანს კიდევ ფეხით გავლა უნდა'' - ამბობს ელდარ ბლიაძე.
სოფელში კიდევ ერთი ადამიანი დაგხვდა, რომელიც ხაშურიდან დადის მშობლიურ სოფელში. გიორგი ბლიაძე გვაჩვენებს თავის მანქანას, რომელსაც ხევში ტოვებს, რადგან ვერც მისი მანქანა მიდის სოფლამდე.
იხ. ვიდეორეპორტაჟი

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები