რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპის ახალი სტადიონი სხვა ქალაქების გუნდებზე ქირავდება
17 მაისს, კასპის საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელებს მოედანი დაკავებული დახვდათ. ადგილობრივი კლუბი თბილისის ,,მერანს"" უნდა შეხვედროდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოედანზე სხვა ქალაქის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

რეგიონული ლიგის მონაწილე გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვანი თამაშისთვის იყო მომზადებული. მეტოქე გუნდის კეთილი ნებით კი, კასპელებს, გუშინდელი დღე, წაგებად არ ჩაუთვალეს. თამაში ერთი დღით გადაიდო.

,,რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის თამაშის ერთი დღით გადადება არ არის კარგი. სხვანაირად ხარ მომზადებული, ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც. როგორც გავარკვიეთ, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინც გააქირავა სტადიონი, არ იცოდა, რომ იმ დღით ჩვენი თამაში იყო ჩანიშნული. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება." - ამბობს კასპის გუნდის წარმომადგენელი ვალერი ზანგური.

მთავარი მწვრთნელი კი აცხადებს, რომ ეს ფაქტი არ უნდა გახდეს საგანგაშო, რადგან მსგავსი გაუგებრობა შესაძლოა მომხდარიყო. მისი თქმით, სტადიონის გაქირავებით, გუნდიც გარკვეულ სარგებელს ღებულობს.

კასპის სტადიონი, რომელსაც მასშტაბური რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, მერიას ეკუთვნის. სტადიონის მოვლა-პატრონობა მერიის სპორტის სამსახურს ევალება. შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაც მათი ზედამხედველობით ხორციელდება.

ბოლო ორი თვის მანძილზე, თამაშების დამთხვევის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა, კასპის გუნდის წარმომადგენელი, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არ იყო სერიოზული შემთხვევა: ,,იყო ერთი შემთხვევაც, თუმცა, მაშინ თამაში, მხოლოდ, ერთი საათით გადაიდო." - აღნიშნავს ვალერი ზანგური.

კასპის გუნდს წელს სერიოზული გეგმები აქვს. როგორც ვალერი ზანგური აღნიშნავს, მათთვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონულ ლიგაში წარმატების მიღწევაა, რომლითაც უკვე მომდევნო ლიგისკენ გზა ხსნილი იქნება.

,,რაც სტადიონი გაკეთდა კასპში, ფეხბურთელებს უფრო მეტი მოტივი გაუჩნდათ. ორი გუნდი გვაქვს: ,,კასპი 1936" და ,,გენერალი". მეორე გუნდი უფრო მინიფეხბურთის ტურნირებზე მონაწილეობს. რაც შეეხება მთავარ კლუბს, აქ, სულ, ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ" - ამბობს ზანგური.

საფეხბურთო კლუბი მეორე წელია არსებობს. მიმდინარე წელს, მერიამ სპორტსმენებისთვის წამახალისელები ღონისძიებების გატარება დაიწყო. საკუთარ მოედანზე თამაშის მოგების შემთხვევაში, ფეხბურთელები პრემიის სახით 100 ლარს იღებენ, ხოლო სტუმრად მოგების შემთხვევაში – 150 ლარს.

რაც შეეხება სტადიონის ქირისგან მიღებულ შემოსავალს, როგორც გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, მას ფეხბურთელების ეკიპირებისთვის და ინვენტარისთვის ხარჯავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.