რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დაბა სურამი საკურორტო სეზონს განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურული
სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, უკვე დასრულდა ამაღლებისა და
სარაჯიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს პერიოდში დასრულდება
მათიაშვილის ქუჩის მოწყობა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა. სამივე პროექტზე ერთად 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
სამუშაოები მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემების
მოწყობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებსაც შეხვდა.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრები ბავშვების თხოვნით, მალე ამ ქუჩაზე სტადიონი მოეწყობა. მიხარია, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ინიციატივას იჩენენ და იდეებს გვიზიარებენ, მით უმეტეს, როდესაც საკითხი სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეეხება. სურამი ერთ-ერთი გამორჩული საკურორტო ზონაა, როგორც რეგიონისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მაქსიმალურად მოწესრიგდეს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დაბის პოტენციალის გაზრდას." - აღნიშნა რწმუნებულმა.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები