რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
20 მაისს ძარის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდეს ხსოვნის დღე - DRI
დღეს, 20 მაისს, ოსი ხალხი ქართულ-ოსური კონფლიქტის 1991-1992 წლების ყველაზე საზარელ თარიღს იხსენებს. ოცდაცხრა წლის წინ ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიმავალ ავტოკოლონას ჯავის რაიონის სოფელ ძარში თავს დაუდგენელი პირები დაესხნენ და დაცხრილეს. დაიღუპა ოცდათორმეტი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები; თექვსმეტი დაშავდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, ძარში მომხდარმა გაუგონარი სისასტიკის ძალადობამ კონფლიქტით გაყოფილ ორივე მხარეს მოუშუშებელი იარა დაუტოვა.

,,ომით წარმოქმნილი უნდობლობის და გაუცხოების გამო, ვერც 90-იან წლებში და ვერც დღეს ვერ ვახერხებთ ამ უმძიმეს ტრაგედიაზე მწუხარების გაზიარებას და გლოვის ერთად გამოხატვას. თუმცა, გვინდა ჩვენმა ოსმა თანამოქალაქეებმა, მეგობრებმა და ნათესავებმა იცოდნენ, რომ ძარის ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა.

პირველ რიგში იმის გამო, რომ მსგავსი რამ მოხდა, მივიღეთ, შევეგუეთ და ვერ უზრუნველყავით, სამართალი ენახათ იმათ, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა.

მეორეც, არცერთმა ხელისუფლებამ აქამდე არ იზრუნა, ამ უბედურების შესახებ ქვეყნის ყველა მოქალაქეს სცოდნოდა.

მესამეც იმის გამო, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ, პირადად მიესამძიმრებინა ოჯახებისთვის, რომლებმაც დედები, მამები, ძმები, დები და შვილები დაკარგეს.

მეოთხეც იმის გამო, რომ დღესაც არ შეგვიძლია გულწრფელი სამძიმარი გავუზიაროთ ჩვენს ოს თანამოქალაქეებს და ვუთხრათ, რომ მათი ტკივილი, რომელსაც ჩვენი სიტყვები ვერ შეამსუბუქებს, ასეთივე მძიმე ტკივილი ჩვენთვის.

დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი ოსი მეგობრები, რომლებსაც დანარჩენი საქართველოსგან გაუცხოვებით ნაშენი კედელი ყოფს, გაიგონებენ ჩვენს ხმას და ეცოდინებათ, რომ ძარში მომხდარი მასობრივი მკვლელობა საქართველოს ტრაგედიაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ დაუშვებელია მსგავსი დანაშაულის განმეორება. ამისთვის მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:

- თავისი ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს ძარის ტრაგედიის მიმართ.

- შეიქმნას შესაბამისი საპარლამენტო კომისია, რომელიც გადახედავს წლების წინ წამოწყებულ და ბოლომდე მიუყვანელ გამოძიებას

- უზრუნველყოს ძარის ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა დამნაშავის გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად

- უზრუნველყოს ძარის ტრაგედიის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება, რომელთაც აქვთ უფლება იცოდნენ, თუ რა მოხდა 1992 წლის 20 მაისს ჯავის რაიონის სოფელ ძარში

- 20 მაისს, ძარის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაწესდეს ხსოვნის დღე, რომლითაც პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქართულ-ოსური კონფლიქტის ორივე მხარეს დაიღუპა.

კონფლიქტები იოლად იწყება და ძალიან რთულად გვარდება. უნდობლობა და ერთმანეთის მიმართ შეურიგებლობა, წარსულის წყენა და ტკივილი საშუალებას არ გვაძლევს წარსული და მისით განპირობებული პოლიტიკა ადამიანურ, ზნეობრივ განზომილებაში გადავიტანოთ და დანაშაულის, სისასტიკის და უსამართლობის კონკრეტული ფაქტების მიმართ მართლები ვიყოთ.

1992 წლის 20 მაისს ძარში დაღუპული ადამიანების ხსოვნა გვავალდებულებს მართლები ვიყოთ მათი და მათი ჭირისუფლების წინაშე. გვჯერა, უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ პატივის ხმამაღლა მიგება დაგვეხმარება ერთმანეთის გაგებაში და მოგვცემს შესაძლებლობას, ნდობის აღდგენის პროცესი ერთად დავიწყოთ.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.