რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მოხისში საპროტესტო აქცია გაიმართა
ხმაური იყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში. ადგილობრივები იმ
მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის ფაქტს აპროტესტებენ, რომელიც კომპანია
,,აგროინდუსტრიამ'' შეიძინა.
სოფელში მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძეც ჩავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ პრივატიზაციაცია კანონის ფარგლებში განხორციელდა.
მოხისელების ინტერესს ,,ევროპული საქართველოს''წარმომადგენელი ბესო დონაძე იცავს, რომელმაც მოხისის მიწებთან დაკავშირებით, ხმაური ატეხა. მან ზაალ დუგლაძეს უთხრა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ამ მიწებთან დაკავშირებით:
,,ტყუნის დედა მ....., რაც ჩემზე მეტი არ იცი'' - უპასუხა ზაალ დუგლაძემ. ბესო დონაძის განცხადებით, ზაალ დუგლაძის ძმა ქონების მართვის სააგენტოში მუშაობს და შესაბამისად დაინტერესებული პირია, რათა მოხისის მიწების გასხვისების კანონიერების საკითხი თავის სასარგებლოდ განიხილოს.
,,აგროინდუსტრია''. რომელმაც მიწები აუქიონზე შეიძინა, ორი მფლობელი ჰყავს - ჯონდო ნანეტაშვილი და ვაჟა გორდიაშვილი. ჯონდო ნანეტაშვილი არის შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ბადრი ნანეტაშვილის ძმა. ასევე, როგორც ბესო დონაძე აღნიშნავს, ძმები ნანეტაშვილები ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' წარმომადგენლები არიან. ,,თრიალეთის' 10% წილი კი, ეკუთნის ,,აქცეპტს'', რომელსაც, დონაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი ხელმძღვანელობს.
ამ განცხადებას ,,თრიალეთის'' საინფორმაციო სამსახური გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია: ,,როცა ,,თრიალეთმა" კომპანიის 10 პროცენტი წლების წინ მეცხრე არს მიყიდა, მისი გაუქმების შემდეგაც წილი გადაეცა შპს აქცეპტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა მცდელობა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის და ,,თრიალეთი" ისევე როგორც მანამდე აგრძელებს მუშაობას ობიექტურად და ეთერს უთმობს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.''
მოხისელები არ აპირებენ მიწების დათმობას, მათი განცხადებით, მიწებით აგროინდუსტრიის წარმომადგენლები ვერ ისარგებლებენ.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები