რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ხცისის სკოლაში მოსწავლეები მტვრიან იატაკზე ვარჯიშობენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯაროს სკოლაში მოსწავლეებს
მტვრიან იატაკზე უწევთ ვარჯიში. ფოტო, სოციალურ ქსელში, სამოქალაქო
აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, ფოტოები ცეკვის გაკვეთილზეა გადაღებული და სკოლის დარბაზი ყურადღებას საჭიროებს.
ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ფოტო გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული და, შესაბამისად, დარბაზიც ამიტომაა ასეთი მტვრიანი:
,,ზოგადად, ჩვენს სკოლას სჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. ვცდილობთ, მაქსიმალური სისუფთავის დაცვას. ეს ფოტოები ალბათ გაკვეთილების შემდეგაა გადაღებული.'' - გვითხრა სკოლის დირექტორმა.
მისი განმარტებით, საკლასო ოთახებში ისეთი მდგომარეობაა არაა, როგორიც დარბაზში:
,,კლასებში ზოგგან გვაქვს იატაკი ახალი საღებავით მოწესრიგებული, ზოგგან - არა. არის პრობლემები, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, ნორმალური გარემოს შენარჩუნებას'' - განმარტავს დირექტორი.
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ფაქტს ხაშურის რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე გამოეხმაურა:
,,სოფელ ხცისის საჯარო სკოლის დარბაზში მიმდინარე ცეკვის გაკვეთილზე დაფიქსირებულ ფაქტზე, სადაც სანჰიგიენური პრობლემა ჩანს, რესურსცენტრმა კანონით დადგენილი წესით, მოკვლევა დაიწყო. ხცისის სკოლაში ბოლოს მონიტორინგი განხორციელდა უქმე დღეების გამოცხადებამდე, აპრილის თვეში და პირადად მაქვს ნანახი მსგავსი პრობლემა სკოლაში არ იყო. ცეკვის მასწავლებელი იქნება, დამლაგებელი თუ ნებისმიერი პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვერ იაზრებს ფაქტის სიმძიმეს, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.'' - აღნიშნავს ზვიად გოგუაძე.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები