რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ოცნების'' თავმჯდომარის თქმით, გახარია ქართულ ოცნებაში საკუთარი გუნდის წევრებს ნერგავდა
გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' ხელმძღვანელის მიშა გოგინაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, წლების განმავლობაში, საკუთარ გუნდს ასაღებდა ქართულ ოცნებას, ხოლო საკუთარ გუნდის წევრებს ,,ქართულ ოცნებაში'' ნერგავდა.

ამის შესახებ ფრაქციის ლიდერმა განცხადება დღეს გამოაქვეყნა. ის, გუშინ, მოძრაობა სამართლიანობისთვის დაფუძნებას ეხმაურება, რომელიც გიორგი გახარიამ წარადგინა, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილია. ხოჯევანიშვილი 2018 წლიდან შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.

,,გახარია თავის გუნდთან ერთად ჩაფლავდა. ძალაუფლების პიკში ყოფნის დროს, თანაც სხვა გუნდთან ყოფნისას მოპოვებული რეიტინგი (როდესაც უზარმაზარი რესურსი პოლიტიკური, ადამიანური ლანგრით მოგართვეს და არ გიბრძოლია) გგონია შენი, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომაა დასაწყისშივე. სრულიად უშინაარსო გამოსვლა პრეზენტაციაზე. გაჟღერებული ფრაზები "კორუფცია", "თანასწორობა" და "არავის წინააღმდეგ" საფუძველშივე არაფერზეა დაფუძნებული და საკუთარი წარსულის, მოღვაწეობის მედლის მეორე მხარეს წარმოადგენს. "მე თქვენ დაგამთავრებთ" რამაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძლიერი მმართველის მოპოვების იმიჯზე იყო გათვლილი აბსოლიტური ტყუილი აღმოჩნდა, რადგან "არავის წინააღდეგ" გამორიცხავს "მე თქვენ დაგამთავრებთ". - წერს მიშა გოგინაშვილი.

მისი აზრით, გახარიას მხრიდან, კორუფციაზე საუბარი არასწორად და არამიზნობრივად იყო ჩაკვეხებული, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში პირველი კაცი იყო, მისი გუნდის წევრებიც რეგიონებში გუბერნატორების პოზიციებზე იყვნენ და არავის ახსოვს ფაქტი ან ფაქტზე დაფუძნებული, თუნდაც ერთი პრინციპული პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში.

,,თანასწორობა კი, საერთოდ ღიმილის მომგვრელია, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია მისი გუნდის წარმომადგენლებთან. მისი დაბრუნება აბსოლიტური ძალაუფლებისკენ ლტოლვაა, რომლის ნიშანია (სხვა დეტალებთან ერთად) გუნდიდან გაქცევა (რომელმაც მოგცა ყველა ინსტრუმენტი ყოფილიყავი წარმატებული თანაბარ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად) და სურვილი დაბრუნდე ხელისუფლებააში საკუთარ გუნდთან ერთად, სადაც ნიშანიც კი არაა თანაბრობის. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ წლების მანძილზე კარგად შეფუთულ საკუთარ გუნდს ასაღებდე ქართულ ოცნებად, ნერგავდე ქართულ ოცნებაში საკუთარი გუნდის წევრებს და ქართული ოცნების ხარჯზე იხვეჭდე რეიტინგს თუ პოლიტიკურ დივიდენდებს, ესაა პოლიციური მეთოდი და მას "ჩანერგვა" ეწოდება.' - აცხადებს მიშა გოგინაშვილი.

შეგახენებთ, გახარიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანება 29 მაისს დააფუძნა. პრეზენტაცია თბილისში, "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. მან პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე და ახლად შექმნილი პარტიის ხედვებზე. გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა "ქართული ოცნების" და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.