რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პანდემიის შეზღუდვები ბუნების წიაღში - ფოტოამბავი
კოვიდპანდემიის გამო, ჯერ კიდევ აკრძალულია რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში საქორწილო სუფრებისა და ქელეხების გამართვა, თუმცა შედარებით ხალხმრავალი შეკრებების მოყვარულებმა გამოსავალი მაინც მოძებნეს.

შიდა ქართლში უამრავი ადგილია, სადაც მოქალაქეებს, რეგულაციების დაცვით შეკრება შეუძლიათ. როგორც ფაცხების მფლობელები ამბობენ, რეგულაციების დაცვა აქაც საჭიროა, თუმცა ღია სივრცეში ეს უფრო იოლია.

ძამის ხეობაში ფაცხების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. საქეიფო ფაცხები ჩანს მთავარი გზიდანაც. თუ მდინარე ძამას აუყვებით, კრობანიდან გვერძინეთამდე, ასობით საპიკნიკე ადგილს ნახავთ.


ფაცხებს ყველაზე ვრცელი ტერიტორია სოფელ კრობანთან უკავია. ეს სოფელი ყინწვისის სიახლოვესაა. ძველი კრობანი მთაშია შეფენილი, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი, გაგლოშვილები ცხოვრობენ. კრობანის დანარჩენი მოსახლეობა ქვედა ნაწილში – ყინწვისის გზის გასწვრივ ცხოვრობს.

კრობანელი ნოდარ თურმანიძე გვიყვება, რომ ზედა სოფელი, მისი დედულეთი, თითქმის დაცარიელებულია. ძამის ხეობაში ღია ცის ქვეშ სუფრები პანდემიის პერიოდშიც ხშირად იშლება, თუმცა მკაცრი შეზღუდვების პირობებში, შარშანაც და მიმდინარე წელსაც, მოქალაქეები დიდხანს დარჩენას ერიდებიან. შემცირებულია ავტობუსებით ვიზიტორების მიმოსვლაც.


,,ძირითადად, მანქანებით მოდიან. არის საქორწინო შეკრებები, ძირითადად, ვიწრო წრეში ტარდება ეს ქორწილები“, - ამბობს ერთ-ერთი ფაცხის მფლობელი. მან და მისმა ოჯახმა, შეზღუდვების პერიოდში, შეძლო უფრო მეტი დრო ფაცხების გამრავალფეროვნებისთვის დაეთმო.

,,ჩვენს ფაცხებს დავუმატეთ სასმელი წყლის ონკანი. ჩემი სახლიდან მილი გავიყვანე და ძამის პირზე ონკანი გავაკეთე, ქვებით მოვაპირკეთე წყარო“, - ამბობს ჩვენი მასპინძელი.



კრობანის შემდეგ სოფელი ყინწვისია. აქ ფაცხები იმ ოჯახებს აქვთ, რომლებიც მდინარის პირას ცხოვრობენ. სოფლის მოსახლეობა, ძირითადად, ძამისგან მოშორებითაა დასახლებული, ამიტომ აქაურებისთვის დამსვენებლების მომსახურება შემოსავლის ძირითადი წყარო ვერ გახდა.

,,ჩვენ ძირითადად მესაქონლეობას მივდევთ. გვჭირდება უფრო მეტად საძოვარი, ამიტომ ფაცხები მათ აქვთ, ვინც უშუალოდ მდინარის სანაპიროზე ცხოვრობს“, - გვითხრეს ყინწვისელებმა.

ყინწვისის შემდეგ მოდის სოფლები: ზღუდერი, ქობესაანთუბანი, სუქანაანთუბანი, ორთუბანი და ა.შ. ზღუდერის შემდეგ ხეობა ვიწროვდება და, შესაბამისად, სახლების უმრავლესობა მდინარის გასწვრივაა განლაგებული.


,,თუ სადმე ფაცხას ნახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იმ სახლის პატრონს ეკუთვნის, რომელიც ახლოსაა“, - გვითხრეს სუქანაანთუბანში. აქ ყველა ფაცხა მყუდრო და მოფარებულ ადგილასაა მოწყობილი.

რამდენი ვიზიტორი სტუმრობს წელიწადში ძამის ხეობას? ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ ქარელის მერიაში. მართალია, 2020 წელს ქარელის ტურიზმის ცენტრის მშენებლობა დაიწყო, თუმცა, როგორც მერიის ანგარიშში წერია, პანდემიამ მის მშენებლობას ხელი შეუშალა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ტურიზმის ცენტრის აშენების და მოწყობის შემდეგ, ძამის ხეობაში ტურისტებისა და ვიზიტორების აღრიცხვიანობა მოწესრიგდება და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სტრატეგიის შესამუშავებლად, უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება.


ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ქარელის მერიამ უკვე გაყიდა სოფელ ყინწვისის სკოლის შენობა. შენობა და მიწა 120 000 ლარად კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა'' 2019 წელს შეიძინა.

აუქციონზე კომპანიამ პირობა დადო, რომ შესყიდვის სანაცვლოდ, 400 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა. თუმცა, შენობა კვლავ პირვანდელ მდგომარეობაშია.

,,საბა კონსტრაქშენის'' წარმომადგენელმა, ორი წლის შემდეგ, ქარელის მერიას მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საინვესტიციო პროგრამა ვერ განხორციელდა და დამატებით 2 წლის ვადა მოითხოვა.



ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, ქარელის მერმა საინვესტიციო ვადა კიდევ 2 წლით, გაახანგრძლივა. როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, ,,საბა კონსტრაქშენი'', ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სასტუმროს მშენებლობას აპირებს.

სოფელ ყინწვისს კი, სკოლა არა აქვს. 20-მდე ბავშვი მიკროავტობუსით მეზობელი სოფლების სკოლებში დადის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.