რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
.„ზოგჯერ მიეცით ბავშვებს საშუალება, იდარდონ“ - როგორ გადავლახოთ პანდემიის მძიმე წელი
კორონავირუსის გამოჩენიდან
ძალიან მალე ბავშვები მოწყდნენ ჩვეულ სოციალურ გარემოს და
განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდნენ. დაიხურა სკოლები, ბაღები,
უმაღლესი სასწავლებლები, სპორტული და სახელოვნებო წრეები. ყველას
ყურადღება თავიდან ფიზიკური ჯანმრთელობისკენ იყო მიპყრობილი, თუმცა
დროსთან ერთად გაჩნდა შეკითხვაც - როგორ იმოქმედებს იზოლაცია და
პანდემიური გარემო ბავშვების ფსიქიკურ
ჯანმრთელობაზე.
ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ მათი შვილებისათვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მათი გონებრივი განვითარებაა, ამისთვის კი გარემოსთან და თანატოლებთან ურთიერთობა გადამწყვეტია.
პროფესიით ინკლუზიური პედაგოგი და ორი შვილის დედა ნათია ტორონჯაძე ამბობს, რომ მისი შვილებისათვის ბუნებასთან, ცხოველებთან და თანატოლებთან კონტაქტი ყველაზე ჯანსაღი გარემოა, რასაც პანდემიამ ხელი ძალიან შეუშალა.
„ვცდილობ, რომ შევუქმნა მშვიდი, ნაკლებად სტრესული გარემო, სადაც ჯანსაღი ურთიერთობები ექნება სხვა ბავშებთან. სანამ პანდემია დაიწყებოდა, სკოლისა და ბაღის შემდეგ, ხშირად დამყავდა ბავშვთა გასართობ ცენტრებში, სკვერში, სხვადასხვა წრეებზე და მეგობრებთან. სამწუხაროდ, მოგვიწია შეგვემცირებინა გადაადგილებისა და ურთიერთობების არეალი“, - გვიყვება ნათია ტორონჯაძე.
ნათია იხსენებს, რომ ყველაზე სტრესული პირველი თვითიზოლაცია იყო. ხუმრობს, რომ კორპუსის ბინის რამდენიმე ოთახში დროის გაყვანა ისე, რომ ოჯახის ყველა წევრი კმაყოფილი ყოფილიყო, საკმაოდ გაუჭირდათ.
„ ჩემი შვილებისთვის ძნელი აღმოჩნდა სოციალურ გარემოსთან ურთიერთობის გაწყვეტა. გაჩნდა უდიდესი პრობლემა. დაკარგეს განვითარების თითქმის 1 წელი. გახდნენ ასოციალურები, მიჯაჭვულები სხვადასხვა გაჯეტზე. თანატოლებთან ურთიერთობა დააკლდათ, რაც მათ განვითარებაზეც აისახა. მორცხვები და გაუბედავები გახდნენ, რადგან არ იციან სოციუმში მოქცევის წესები. „კომენდატის საათმაც“ ხელი შეუწყო და გაართულა საქმე. გარეთ გასასეირნებლად და განტვირთვის დროს წამდაუწუმ საათის ყურება, რომ არ დაგაგვიანდეს კომენდატის საათამდე, ჯარიმის გამო, რაც სოლიდური თანხაა, საკმაოდ სტრესულია.“
ორი შვილის დედა წუხს რომ მის ბავშვებს ქცევის დარღვევასთან ერთად დაერღვათ ძილისა და კვების რეჟიმიც, რაც ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნამ გამოიწვია. სახლში გამოკეტილი ბავშვები ახლა უფრო მეტად გახდნენ ტელევიზორზე და სხვადასხვა ელექტრონულ თუ კომპიუტერულ მოწყობილობაზე მიჯაჭვულები.
„უფროსი მეორე კლასს ისე ამთავრებს, სკოლაში ფაქტობრივად არ უვლია. ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი, იმდენი სიკეთე შეიძლებოდა ესწავლა სკოლაში სიარულით თანკლასელებთან და მასწავლებელთან ურთიერთობით, მაგრამ ფაქტია, ბავშვმა სკოლის შესწავლა, შეყვარება და შეგუება ვერ მოახერხა. პროგრამულადაც შეგვექმნა პრობლემა.ონლაინ გაკვეთილილებით დაწყებით კლასებში რა განათლება მიიღება აბა?! პატარა ბაღის აღსაღზრდელია. ბავშვებთან თამაში და გართობა უნდა, სამყაროს და სოციუმის შეცნობა და ამ ყველაფერზე ხელი არ გვეწყობა. ასეა ყველა. მარტო ჩემი პრობლემა არაა ვხვდები მაგრამ პირადად ჩემი ტიკივილი ნამდვილად არის“, - გვეუბნება ნათია.
ბევრი პრობლემის მიუხედავად, მაინც ფიქრობს რომ პანდემიისას შინ ყოფნას ერთი დადებითი მხარეც ჰქონდა. დროის 100% ოჯახის წევრებმა ერთად გაატარეს და ერთმანეთთან ურთიერთობის დანაკლისი აინაზღაურეს.
„სიმართლე გითხრათ, რომ მეფიქრა რაიმე კრეატიული მომეფიქრებინა ბავშვებისათვის მოგატყუებთ, რადგან ფიზიკურად ვერ მოახერხებ, როდესაც ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი. თუმცა ასეთებიც იყო და ხშირად ვხვდებოდით სოციალურს ქსელში, როგორ გაიჩინეს მშობლებმა სხვადასხვა ჰობი შვილებთან ერთად. ჩვენ ძირითადად წიგნების კითხვითა და ფილმების ყურებით ვიყავით დაკავებული. თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული ბავშვის ონლაინ სწავლების პროცესში, მაგრამ რეალურად ერთ სივრცეში ახლობლების გარეშე და სოციალური გარემოს შეუცვლელად ცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა.“
ახლა უკვე რეგულაციებიც შემსუბუქდა და ბავშვებიც საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, თუმცა ნათია მიიჩნევს, რომ განვლილი ერთი წელი ბავშებისათვის აუნაზღაურებელ დანაკლისად დარჩება.
„სამწუხაროდ, რეგულაციების შემსუბუქება ვერაფრით ვიგრძენი გარდა „კომენდანტის საათის“ შეცვლისა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, უფრო ხშირად ვიყოთ სუფთა ჰაერზე და ბუნებაში. გადაიარა პირველი ტალღის დროს გამოწვეულმა საშინელმა პანიკამ და შიშმა. თითქოს ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, მაგრამ ვირუსმა ბევრი პრობლემა დატოვა“, _ აღნიშნავს ნათია და დასძენს, რომ ბავშვებზე პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც იმოქმედა, გაძვირებული პროდუქტის გამოც ბევრი რამ მოაკლდათ, მათ შორის ის საკვები, რომელიც მათ რაციონში მანამდე შედიოდა.
თეონა მჭედლიძე, რომელიც საკუთარი დის შვილის, 8 წლის ლაზარეს აღზრდაშია ჩართული, ამბობს, რომ პანდემიის პირველი თვეები, არა მხოლოდ ბავშვისათვის, არამედ უფროსებისთვისაც მეტად რთული იყო.
„მძიმე იყო შიშისგან გამოწვეული სტრესი, როდესაც ყველა ნივთზე შეხებისას ცუდად რეაგირებ. ასევე ლაზარესაც გაუჭირდა სკოლასთან და თანატოლებთან განშორება. სახლში ყოფნისას ინტერნეტს უთმობდა მეტ დროს, სატელეფონო თამაშებით დაკავდა. ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება და ამ სიახლის მიღება ღლიდა“, - გვიყვება თეონა და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის ფონზე დისშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გაუარესდა და არაპროგნოზირებადი გახდა.
„ვფიქრობ, ეს ემოციური ფონი ლაზარეს დიდხანს გაჰყვება. დისტანცია ქვეცნობიერად სტრესავს ბავშვს. სანატრელი გაუხდა სკოლა და მეგობრები. საჭირო და აუცილებელია მისთვის ბუნებრივი კონტაქტები. ჩვენ ვცდილობთ სტრესი შევუმსუბუქოთ და რაღაც აქტივობები მოვიფიქროთ სახლში. მაგალითად, ვერთობით კარაოკეთი, სამაგიდო თამაშებს ვთამაშობთ, ვცეკვავთ, ვკითხულობთ, მაგრამ ვირუსის შიში მაინც გვაქვს, ამიტომ ჰიგიენური პირობების მოწესრიგება და საადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, რომ ვიზრუნოთ გარემოზე, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, საკმაოდ დიდ დროს გვართმევს. ამას ბავშვიც ხედავს და ესეც მოქმედებს მასზე“, - გვიყვება თეონა.
იმისათვის, რომ ბავშვებში პანდემიით გამოწვეული შფოთვა და შიში შევამციროთ, ბავშვთა ქცევითი თერაპევტი ანა ხუტიაშვილი გვიხსნის, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვებს ავუხსნათ, რა არის კოვიდი.
„ სასურველია, თუ ინფორმაციას მიაწვდის ბავშვისათვის ავტორიტეტი, უფროსი. ამ თემაზე საუბრისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და მისი განვითარება, რათა მან შეძლოს სწორად აღიქვას მიწოდებული ინფორმაცია. მეორე, რასაც ვაქცევთ ყურადღებას ისაა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით ბავშვს, უნდა იყოს სიმართლე. თუ ჩვენ არ ვფლობთ საკმარის ინფორმაციას, საჭიროა პირდაპირ ვუთხრათ, - „მე ზუსტად არ ვიცი“. ამ საუბრის მთავარი მიზანია, შეამციროს ბავშვში შიში, რომელიც გამოიწვია ვირუსმა. თუ არ ვიცით, როგორ დავიწყოთ საუბარი ამ საკითხზე, ჯობია ვკითხოთ ბავშვს, თვითონ რა ინფორმაციას ფლობს. ეს კიდევ უფრო გაგვიმარტივებს კომუნიკაციას და მისი ნდობის მოპოვებას“, - გვიხსნის ანა ხუტიაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის სემესტრიდან სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდა, ვირუსის გარკვეულ წრეებში გავრცელებისას, წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ წესდება. სკოლის ან ბაღის პერიოდული დაკეტვით კი უფრო მეტად რთულდება ბავშვის ადაპტაციის პროცესი.
„ ბავშვს გარკვეული დღის რეჟიმი სჭირდება. ეს აუცილებელია. სასურველია, მშობლებმა შეადგინონ დღის განრიგი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს თამაშისათვის განკუთვნილ დროს, როდესაც ბავშვი შეძლებს ტელეფონით ისარგებლოს და თავის მეგობრებს დაუკავშირდეს, მაგრამ მასში აგრეთვე უნდა შედიოდეს საათები, როდესაც ტექნოლოგიებით ვერ ისარგებლებს და დრო, როცა ბავშვი უფროსებს საოჯახო საქმეებში დაეხმარება. საჭიროა დაფიქრდეთ, თუ რა არის თქვენთვის ფასეული და დღის განრიგის სტრუქტურა ამის შესაბამისად შექმნათ. ჩვენი შვილებისთვის დიდი შვება იქნება, თუ მათ პროგნოზირებადი დღის განრიგი ექნებათ და ეცოდინებათ, როდის უნდა იმუშაონ და როდის ითამაშონ“, - აღნიშნავს ანა და დასძენს, რომ ცხოვრების ჩვეული წესის ცვლილების გამო, ბავშვები შესაძლოა დამწუხრებულებიც იყვნენ და ზოგჯერ, უნდა მივცეთ მათ საშუალება იდარდონ, რადგან ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენი მხრიდან თანადგომა კი მხარდაჭერის საუკეთესო საშუალებაა.
ბავშვთა ფსიქოლოგი თათია თაყაძე ფიქრობს, რომ რეგულაციების შემსუბუქება და საზაფხულო არდადეგები საუკეთესო დროა, ბავშვებს ავუნაზღაუროთ არაპროგნოზირებადი სასწავლო წელი და მათ მეტი განვითარების საშუალება მივცეთ. ის მშობლებს საზაფხულო არდადეგების წინ ასეთ რჩევას აძლევს:
„გამოიყენეთ ზაფხულის პერიოდი ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებისათვის, იარეთ სუფთა ჰაერზე ბავშებთან ერთად, შეუქმენით ბავშებს ოჯახის ტრადიცია, თუნდაც კვირა დღეს გაიყვანეთ ბუნებაში ან უყურეთ ფილმს ერთად და შემდეგ ემოციები გაუზიარეთ ერთმანეთს. მსგავსი ტრადიციები მეტად დაგაახლოვებთ თქვენს შვილებთან. რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს გადალახონ პანდემიის მძიმე წელი.“

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები