რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ლამისყანის მუზეუმს დავით სარაჯიშვილის მიერ დისთვის შეძენილ ჭურჭელს გადასცემენ
რამდენიმე დღეში, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე-მუზეუმი ახალი ნივთებით გამდიდრდება. ნივთებს დირექტორმა სოფიო ცუცუნაშვილმა თბილისში მიაკვლია.

როგორც ირკვევა, საუბარია დავით სარაჯიშვილის მიერ საფრანგეთში შეკვეთით დამზადებულ ჭურჭელზე, რომელიც შემდეგ დას, მარიამ ერისთავს აჩუქა.

ეს ჭურჭელი თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ინახებოდა. ცოტა ხნის წინ, ის ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. ეროვნული მუზეუმი კი, ლამისყანის მუზეუმს გაუგზავნის. ჯამში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეს 800 ლარამდე დაუჯდება.

როგორც კასპის კულტურის სამსახურის უფროსი, გივი მელაძე აღნიშნავს, ნივთები იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე მისი ფასი. ამიტომ, თვლის, რომ აუცილებელია მისი შეძენა ლამისყანის მუზეუმებისთვის.

ლამისყანის მენეჯერმა სოფიო ცუცუნაშვილი აღნიშნავს, რომ მარიამ ერისთავი იყო შალვა ქსნის ერისთავის შთამომავალი. ხოლო მისი ნაქონი ფაიფურის ორი თეფში, მინის ჭიქა და სურა მნიშვნელოვანი იქნება მისი შეძენა.

,,ამ ნივთებს აქვს მემორიალური ეპოქალური მნიშვნელობა და მის შეძენას მუზეუმისთვის უდიდესი ღირებულება გააჩნია, რადგან შალვა ქსნის ერისთავის შთამომავლები იყვნენ ლამისყანის ქსნის ერისთავები, კერძოდ თორნიკე ქსნის ერისთავი. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნული ნივთების შეძენა უმნიშვნელოვანესია'' - აღნიშნავს სოფიო ცუცუნაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.