რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალში რძის ნაწარმის და კვერცხის დეფიციტია
ცხინვალში საკვები პროდუქტების იმპორტიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე პრობლემები ექმნებათ.

ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა „კავკაზსკიი უზელთან“ საუბრობს.

„გუშინ მაღაზიებში რიგი იყო კვერცხზე. არ არის ახალი ხაჭო, არაჟანი და კეფირი და რაც არის ვადაგასულია“, - ამბობს ცხინვალის მკვიდრი ელვირა მამიევა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები რუსეთის ფედერაციიდან 7 იანვრის შემდეგ აღარ შესულა. ამის მიზეზი რუსეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო პუნქტზე მებაჟეების მიერ შეჩერებული ტვირთია.

„მებაჟეები აღნიშნავენ, რომ მეწარმეებს სერთიფიკატები არ გვაქვს რუსეთის მწარმოებლებთან გაფორმებული და ყველა სახის პროდუქციის სრულფასოვან განბაჟებას ითხოვენ.“- უთხრა გამოცემას მეწარმე მარინა ცხოვრებოვამ.

„პროდუქცია ბოლოს გასული წლის დეკემბერში შემოვიტანე საზღვრის გავლით. მაშინ ჩვენ საბაჟო დეკლარაცია შევავსეთ 200 დასახელების პროდუქტზე, გადავიხადეთ გარკვეული თანხა და საზღვარი პრობლემის გარეშე გავიარეთ. 2016 წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე პრობლემები შეგვექმნა პროდქციის შემოტანაზე სამხრეთ ოსეთში. მებაჟეების ნაწილი გვეუბნება რომ საკმარისი დოკუმენტაცია არ გვაქვს პროდუქტის შემოსატანად, ნაწილის თქმით კი , რენდგენის აპარატი გაფუჭებულია და მისი შეკეთება მხოლოდ 14 იანვრის შემდეგ შეძლებენ. ვიდრე აპარატი არ შეკეთდება პროდუქციის შემოტანას ვერ შევძლებთ“.

მეწარმე იმასაც აღნიშნავს, რომ საბაჟოზე შეჩერებული რძის პროდუქტებიუს ნაწილი უკვე გაფუჭდა, - „ქმარმა დაიქირავა რამდენიმე სამარშუტო ტაქსი გადატვირთეს დიდი მანქანებში არსებული პროდუქცია და ისე შიტანეს სამხრეთ ოსეთში.“

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე მურად ცხოვრებოვი განმარტავს, რომ „პრობლემები მეწარმეებს წლების განმავლობაში მართლაც ექმნებათ, რადგან დოკუმენტებს არსებული წესის მიხედვით არ აფორმებენ. შემოტანილ საქონელს აფორმენებ,როგორც პირადი მოხმარების საგნებად და არა როგორც სარეალიზაციოდ . აქედან გამომდინარე ასეთი პროდუქციის გადმოტანას პრობლემები ყოველთვის ახლავს. პროდუქცია უნდა შეიძინონ ან მწარმოებელთან ან ოფიციალური დილერებთან რომ შესაბამისი სერთიფიკატი თან დაერთოს.“

მურად ცხოვრებოვის თქმით, დე-ფაქტო მთავრობამ პრობლემების მოგვარების თხოვნით ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.