რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
„ვიზრუნოთ ოთხფეხა მეგობრებზე“ – ხიდისთავის ეკო-კლუბის ახალი იდეა

პანდემიის პერიოდში უამრავი ცხოველი დარჩა ზრუნვისა და ყურადღების მიღმა. დაკეტილი რესტორნებისა და კვების ობიექტების გამო, მიუსაფარმა ძაღლებმა და კატებმა ნარჩენების ძებნა სხვადასხვა ადგილას დაიწყეს. უცხო გარემოში ბევრი მათგანი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.



სოფელ ხიდისთავის გზაზე ყოველდღე შეიძლება გადააწყდეთ ძაღლებს, რომლებსაც მოქალაქეები ტოვებენ. მათი უმრავლესობა ბოლოს სოფლის ქუჩებში იყრის თავს.

მიუსაფარი ცხოველების პრობლემას საკუთარი თვალით ხედავენ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც წლებია, სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ. ამ წლის დასაწყისში კი მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ცხოველებზე ეზრუნათ და ისინი ამგვარი მოპყრობისგან დაეცვათ.

ანანო ყველაშვილი, მარიამ და ლუკა ჟუჟნიაშვილები, ნინო ჭეღელიძე, უჩა ასანიძე, ავთო კვაღინიძე, ნინო ნონიკაშვილი, გიგა კოშორიძე გაერთიანდნენ ერთი იდეისთვის - აუშენონ სახლები მიუსაფარ ძაღლებს.



მიუსაფარი ცხოველების პრობლემას საკუთარი თვალით ხედავენ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც წლებია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში კი გადაწყვიტეს, რომ ასეთი მოპყრობისგან დაიცვან.



,,ყოველდღიურად უსახლკარო ცხოველები ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი საზოგადოების მხრიდან, რაც შიმშილით, ცემითა და სასტიკი მოპყრობით გამოიხატება, ამიტომაც ისინი საჭიროებენ დახმარებასა და ზრუნვას."" - ამბობენ მოსწავლეები.

ეკო-კლუბს ხიდისთავის სკოლის პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი ხელმძღვანელობს. 




,,ჩვენი სკოლის ეკო-კლუბმა წელს პირველად დაიწყო კეცხოველის სახელობის პრემიაზე მუშაობა. მოგეხსენებათ, ეს პრემია რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს, ამიტომ, ჩვენი კლუბი ცდილობს, ყველა ძირითადი მიმართულებით მუშაობას. ეს იქნება ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, დასუფთავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. ასეთ დროს ჩვენს მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა, რომ ეზრუნათ ცხოველებზეც"", - გვეუბნება მიმოზა ღოლიჯაშვილი.

2021 წლის გაზაფხულზე ,, გორის ახალგაზრდულმა იდეამ"" გამოაცხადა კონკურსი, რომლითაც ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

საგრანტო ციკლი გულისხმობს პრობლემურ თემებზე მომზადებული პროექტების 800 ლარამდე თანხით დაფინანსებას. ამ კონკურსით ხიდისთავის საჯარო სკოლის ეკო-კლუბს ორი პროექტი დაუფინანსდა.

,,აქედან ერთ-ერთი ,,ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე" სწორედ უსახლკარო, მიუსაფარი ცხოველების დაცვას შეეხებოდა. პროექტი დატვირთული იყო როგორც ცნობიერების ამაღლების, ასევე პრაქტიკული სამუშაოებით. პროექტის საბოლოო აქტივობას სოფლის ტერიტორიაზე ხუთი ბუნაგის განთავსება წარმოადგენდა, რისთვისაც ეკო-კლუბის წევრები თანამშრომლობდნენ ადგილობრივ თვითმმართველობასა და მერიასთან. ღონისძიების მთავარი მიზანი, მიუსაფარი ძაღლებისთვის ცუდი ამინდის პერიოდში მყუდრო თავშესაფრის შექმნაა", - გვითხრა პედაგოგმა მიმოზა ღოლიჯაშვილმა.

მოსწავლეებმა ბუნაგები სოფელ ხიდისთავის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას დადგეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.