რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ცხინვალელ მეწარმეებს პროდუქტების შეტანაზე კვლავ პრობლემები აქვთ
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე რუსეთის ფედერაციიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანებს გამშვებ პუნქტზე კვლავ პრობლემები აქვს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,კავკაზსკი უზელი" იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ,,ზარამაგის" გამშვებ პუნტზე, საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, სატვირთო მანქანების ნაწილი ცხინვალისკენ დაიძრა, თუმცა, მეწარმეთა დიდი ნაწილი კვლავ ადგილზე რჩება.

მებაჟეები ირწმუნებიან, რომ მეწარმეებს, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სხვა პროდუქტებზე, მწარმოებლებისგან მინიჭებული შესაბამისი სერთიფიკატები არ გააჩნიათ.

,,დღეს მებაჟეებმა გაატარეს პროდუქტის ნაწილი" - განუცხადა ,,კავკაზსკიი უზელის" კორესპონდენტს მეწარმე მარინა ცხოვრებოვამ.

,,დაგვირეკეს და 2-3 გაზელის ტიპის ავტომობილით საზღვარზე პროდუქტის გატანის უფლება მოგვცეს. ცხინვალში ქათმის კვერცხის შეძენა რთულია - დეფიციტია. მადლობა უფალს, რომ მომეცა საშუალება, საზღვარზე, სწორედ ის მანქანები გამეშვა, რომლებშიც კვერცხი და შებოლილი პროდუქცია იყო" - განაცხადა ცხოვრებოვამ.

მეწარმის თქმით, ის 9 დღეა პროდუქტებს, ნაწილ-ნაწილ, დაქირავებული მანქანებით ეზიდება ცხინვალისკენ.

,,მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების დაქირავება დამიჯდა 30 ათასი რუბლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია" - აცხადებს მეწარმე.

,,გაყიდვაშია კეფირი, არაჟანი. კვერცხი არ იყიდება. არა და, ყველაზე მეტი მოთხოვნილება მასზეა. როდესაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ 2-2 მანქანის გატარება შეგვეძლო, მე იმ მანქანების გატარება, რომელშიც კვერცხები იყო, ვერ მოვასწარი. ეს მანქანები რიგის ბოლოში იდგნენ" - ამბობს მეწარმე ანდრეი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სხვა მეწარმეები კი პროდუქტების ახალი პარტიის შეძენას არ ჩქარობენ.

,,რუსეთში პროდუქტების შესაძენად წასვლას აზრი არა აქვს. ხომ ხედავთ, როგორი პრობლემებია. რა დანაკარგს განიცდიან სხვა მეწარმეები. მართალია, მე პროდუქცია ნაკლები მაქვს, მაგრამ დავიცდი, სანამ მებაჟეები ოფიციალურად საზღვარზე მანქანებს არ გაუშვებენ. შემდეგ კი ახალი პროდუქციისთვის წავალ" - უთხრა ,,კავკაზსკიი უზელის" კორესპონდენტს ცხინვალში სურსათის მაღაზიის მფლობელმა ეძიკ კაჯაევმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.