რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ერგნეთის შეხვედრაზე სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლდათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა.

„განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე, შესაბამისად წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საირიგაციო წყლით სოფლების მომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია ორი წლის წინ.

„ეს შეთანხმება მოქმედებს და რა თქმა უნდა ძალაშია, თუმცა პერიოდულად, განსაკუთრებით როდესაც არის ცხელი დღეები, მდინარეში წყლის დონეს ახასიათებს გარკვეული ფლუქტუაცია, რა დროსაც სოფლებს წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ დღეს, რომ გაგვეხილა საკითხები ამ პრობლემის გადასაჭრელად და მინიმუმამდე დასაყვანად“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხს.

„მოგეხსენებათ , მომავალ სამშაბათს არის ინციდნეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ე.წ ბორდერიზაციის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე, მთავარი განსახილველი თემა იქნება კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის საკითხი.
საუბარი გარკვეულწილად შეეხო ამ თემასაც, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრამდე, არამედ კონსულტაციები წარმოებს პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.