რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,შენნაირ ქუჩის ქალს'' - ასე მიმართა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ქალ დეპუტატს
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ მან თავის
გამონათქვამზე ბოდიში მოიხადა, ხოლო იგივეს ითხოვს ქალი
დეპუტატისგან.
ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ გააკეთა.
დაპირისპირება ქალ დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის, დღევანდელ სხდომაზე მოხდა. დამოუკიდებელი დეპუტატის პროტესტი გამოიწვია საწვავის ლიმიტების გაზრდის საკითხმა.
,,შენნაირ ქუჩის ქალს რა უნდა საკრებულოში?!" - მიმართა რაზმაძემ მას. დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ფაქტს გამოეხმაურნენ ენმ-ს გორის ორგანიზაციაში, რომლის ყოფილი წევრია საკრებულოს წევრი:
,,ენმ-ს გორის ორგანიზაცია გმობს დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის მხრიდან საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ და სექსისტურ გამონათქვამებს! ენმ სოლიდარობას უცხადებს ირმა ამბარდნიშვილს და მიიჩნევს, რომ ვიდრე დავით რაზმაძე ბოდიშს არ მოიხდის საჯაროდ ენმ სხდომებს ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საკუთრი პოზიცია დააფიქსირეს ევროპული საქართველოს გორის ორგანიზაციაშიც: ,,სოლიდარობა ქალბატონს! ძალიან დიდი სირცხვილია,როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ასეთ შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, მითუმეტეს ქალბატონების მიმართ''.
სხდომაზე საკუთარი პროტესტი გამოხატა ლელო-საქართველოს წარმომადგენელმა, პაპუნა კობერიძემაც.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები