მისი თქმით, ეს ამბავი ოჯახისგან შეიტყო, რადგან ზაურ წაქაძის შვილი მისი თანაკლასელია:
,,ზაური წაქაძე გარდაიცვალა, მწერალი, გაზეთის რედაქტორი. ჩემი თანაკლასელის მამა იყო.. გორში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვაზე მეუფემ ოჯახს უარი უთხრა.. ვის არ დაარეკინეს ! არა! აქ მარტო ის ხალხი იკრძალება, ვინც ეკლესიას ფულს სწირავსო! პანთეონზე მაქვს ლაპარაკი!'' - აღნიშნავს ირმა ამბარდნიშვილი.
ის მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარი თვალით ნახონ, თუ ვინაა დაკრძალული პანთეონში:
,,ეხლა ადით და დაიარეთ საფლავები, რომელი მეცნიერი, პოეტი, ხელოვანი არის იქ დაკრძალული? ფულიანები და მორჩა! საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის დედა?- ნათელში იყოს, კარგი ქალი იყო... ვახო ყანჩაველი? - მიქელანჯელო? ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინოა ! ძალიან! ვაჟა- ფშაველას თუ კლდე ადევს გულზე და სხვების საფლავებიც არ ვიცით, მერე? და საერთოდ ათეისტი ვარ მერე?'' - წერს ირმა ამბარდნიშვილი
ირმა ამბარდნიშვილი იმასაც იხსენებს, დაკრძალვის დღეს " მადლი" გასცა მეუფემ - საფლავის ადგილი ვერაო !მარა ერთი საათით შეგიძლიათ ეკლესიაში დაასვენოთო!
,,ზაური წაქაძე არ მიუსვენებიათ ეკლესიაში..'' - აღნიშნავს საკრებულოს წევრი.
ცნობისათვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე მეუფე ანდრიასთან დაახლოებული პირია. ასევე, ცოტა ხნის წინ, გარდაცვლილი ვახტანგ ყანჩაველი, გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ეპარქიას სხვადასხვა სამშენებლო მასალებით ეხმარებოდა.
"2016 წელს მოხდა ეკლესიის შემოსაზღვრა ღობით, მის მიღმა არსებულ ე.წ. პანთეონის ტერიტორიზე, რომელიც არ არის ეკლესიის ტერიტორიაზე, დაკრძალვის გადაწყვეტილებას არ იღებს არც გორის ეპარქია და არც მისი მმართველი, მეუფე ანდრია'' - აღნიშნავს დეკანოზი ლუკა კარელიძე.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წელს მიღებული დადგენილების მიხედვით:
1. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ხორციელდება ქალაქ
გორის მერთან შეთანხმებით. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის
შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს შეიძლება შუამდგომლობით
მიმართოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის
პირებმა;
ბ) საქართველოს საპატრიარქომ;
გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1/5-მა;
დ) საქართველოს სამეცნიერო, საზოგადოებრივმა, პოლიტიკურმა,
საგანმანათლებლო, შემოქმედებითმა და სხვა დაწესებულებებმა და
ორგანიზაციებმა.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით პანთეონში საზოგადო მოღვაწის დაკრძალვის
შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს საკრებულოს
თავმჯდომარის ინიციატივით, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შუამდგომლობით
მიმართვის გარეშე.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები