რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ოლიმპიელები ქარელიდან
ქარელიდან არიან ის მოჭიდავეები, რომლებმაც სხვადასხვა დროს ოლიმპიური თამაშებიდან ოქროს მედლები წამოიღეს. 1972 წელს შოთა ჩოჩიშვილმა, 1980 წელს - შოთა ხაბარელმა, 1992 წელს - კი ლერი ხაბელოვმა.

რაც შეეხება წლევანდელ ოლიმპიადას, ტოკიოში, ვერცხლი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯილდო - ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

შოთა ჩოჩიშვილი სოფელ ღვლევიდან იყო.


როგორც იმდოინდელი პრესა წერს, შოთა ჩოჩიშვილი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც არა მარტო საქართველოს და საბჭოთა კავშირს, არამედ ძიუდოს ევროპულ სამყაროს მოუტანა ოლიმპიური მედალი.

,,უფროსკლასელი ყმაწვილი ყოველდღე 10 კილომეტრს გარბოდა გორში გურამ პაპიტაშვილის ძიუდოისტთა სკოლაში.'' - წერდნენ ჟურნალისტები მის შესახებ.

შოთა ხაბარელი სოფელ ძლევიჯვარიდანაა:

,,ჩემი სოფლიდან გორამდე 25 კილომეტრია, ავტობუსი ყოველთვის არ მოდიოდა განრიგის მიხედვით. მაგრამ მე არა თუ არ დამიგვიანია, მთელი წლის მანძილზე აც ერთი წვრთნაც არ გამიცდენია. არც ერთი! როგორ ჩავდიოდი ქალაქში, ეს მარტო მე ვიცი!'' - უთხრა 1987 წელს საბჭოთა ჟურნალისტს შოთა ხაბარელმა.

ლერი ხაბელოვი მართალია თბილისში, ავჭალაში დაიბადა, მაგრამ ბავშვობაში არდადეგებს სოფელ ყინწვისში ატარებდა, ბავშვობიდან ხალხურ საკრავებზე დაჰყავდათ, მაგრამ მისი ბიოგრაფია შეცვალა ერთმა გარემოებამ:

,,1974 წელს, მაღალ და ჯანიან მეხუთეკლასელ მუსიკოსს თანასკოლელი ძმაკაცები მაცდურ წინადადებას სთავაზობენ: მოდი, საჭიდაო დარბაზში წავიდეთ. ლერი დათანხმდა. ისე, მაყურებლად და გულშემატკივრად წასვლას დათანხმდა. მაშინ 12 წლის იყო. არასპორტულად ჩაცმული ლერი მეგობრებს დარბაზში შეჰყვა და კუთხეში მორცხვად გაჩერდა. შემდეგ ვარჯიშზე უკვე საკუთარი ინიციატივით მივიდა. სპორტულ ფორმას ჩანთაში მალავდა _ მშობლებს უმალავდა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ მათ შვილის ახალი გატაცების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონიათ'' - წერია ლერი ხაბელოვის შესახებ დაწერილ წიგნში.

ვაჟა მარგველაშვილი სოფელ ბერძენაულიდანაა. ის ოლიმპიურ ვერცხლს არ ჯერდება და, როგორც ჟურნალისტებს ტოკიოში უთხრა, კვლავ ოლიმპიური გამარჯვებისკენ ისწრაფვის.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.