რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თავდასხმები ჟურნალისტებზე შოკისმომგვრელია - აშშ-ს ელჩი
,, ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს ესმის, რა ცენტრალურ როლს
ასრულებს თავისუფალი მედია ჯანსაღ, დემოკრატიულ სისტემაში.,,
განაცხადა აშშ-ს ელჩმა გორში ყოფნისას.
მისი თქმით, მრავალფეროვანი, პლურალისტური მედია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, მათ ინფორმირებულ არჩევანს.
,,თავდასხმები, რომლებიც 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტებზე ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ძალიან შემაშფოთებელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი კარგად იყო ორგანიზებული, ჟურნალისტებისადმი იყო მიმართული და იყო იმ ქცევის ნაწილი, რომლის ჩამოყალიბებასაც წელიწად-ნახევარზე მეტია თვალს ვადევნებთ.
საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია.
,,საქართველოში ეს კონსტიტუციით დაცული უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ კამპანიის განმავლობაში იქნება მკაფიო მესიჯები, რომ დაცული იყვნენ ჟურნალისტები და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მათ თავისი საქმე უსაფრთხოდ, დაშინების, ძალადობის და ორგანიზებული თავდასხმების შიშის გარეშე შეასრულონ",-განაცხადა ამერიკის ელჩმა გორში ვიზიტისას.
დღეს, გორის ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონია.
5 წლიან პროექტს, ახორციელებს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ (Deloitte Consulting LLP), აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა საქართველოს ეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს უწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ბაზრის ჩამოყალიბებას.
პროგრამის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ -ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრიმა.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები