რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის აფთიაქში მოხუცებულ კაცს უცნობმა ბიჭმა 141 ლარის ღირებულების წამლების თანხა გადაუხადა
წეღან აფთიაქში შევედი. ჩემს წინ ჯოხზე დაყრდნობილი, წელში მოხრილი და
ძალიან ცუდად ჩაცმული მოხუცებული იდგა. ჩემს უკან ტატუებაჭრელებული,
გრძელ, ხვეულთმიანი, ყურში გარჭობილ-ყურსასმენიანი ბიჭი.
რატომღაც და არ ვიცი, რატომ, მისმა შემხედვარემ ჩემთვის გავიფიქრე:
რა ინდიფერენტული გამოხედვა აქვს-მეთქი და კიდევ უფრო უარესიც, ფიქრს ფიქრი მივაყოლე:
დღევანდელი ახალი თაობის ტიპიური წარმომადგენელია-მეთქი.
მოხუცებულს რიგმა მოუწია და აკანკალებული ხელით ფარმაცევტს ბლომად წამლებგამოწერილი, ვრცელი რეცეპტი მიაწოდა, რომელმაც 204 ლარისააო მიუგო და მოხუცს მოთმინებით მიაშტერდა.
"არა,პაპა", - ძალიან ტკბილად უთხრა მოხუცმა, "მაგდენს ვერ გადავიხდი, მანდედან ისეთები აარჩიე , ასე, 63 ლარი რასაც ეყოფა".
სირცხვილისგან და დახმარების სურვილისგან ერთდროულად გავწითლდი და ამ დროს ზურგს უკან, იმ " ინდიფერენტული" ბიჭის ხმა მესმის:
"ქალბატონო, ყველაფერი მიეცით, რაც უწერია, რაა, ანგარიშზე მაქვს და ბარათით გადავუხდი"
მეც, უსაყვარლეს პაპასაც და ფარმაცევტსაც, ერთდროულად, ღაპაღუპით მოგვდიოდა სიხარულის და სიამაყის ცრემლი.
ქართველია ის "ინდიფერენტული" ბიჭი და ამ ცრემლისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მისი.
ეს ჩემი სამშობლოა, ჩემი სათაყვანებელი და ერთადერთი საფიცარი, სამსალასავით მწარე, თუმცა დედაზე ათასჯერ ტკბილი.
მაია ბოლაშვილი
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ინგლისური ენის სპეციალისტი.

ამავე კატეგორიაში

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები