რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ეპიდსიტუაცია კასპში - მეოთხე ტალღის პერიოდში მუნიციპალიტეტში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა
ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში, კასპის მუნიციპალიტეტში, გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

სოფელ ხოვლეში კორონავირუსით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო ხუციშვილის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი თბილისის კლინიდაკნ 1 აგვისტოს გადაასვენეს.

,,ეს ადამიანი ხან სოფელში ცხოვრობდა, ხან - თბილისში. იმავე დღეს დაკრძალეს. სოფელში სხვა საგანგაშო ვითარება არ გვაქვს' - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.

2 აგვისტოს, კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნინოშვილმა გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია:

,,მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო ვირუსის შემთხვევების მატება, ჩვენთანაც გაიზარდა ეს მაჩვენებელი იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა დასაქმებულია სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე დამსვენებელია ბევრი ჩამოსული და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება კასპის მუნიციპალიტეტის ეპიდსიტუაციაზეც. საბედნიეროდ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბავშვთა ასაკში, რასაც ვითვლით სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. ასევე არიან იზოლაციაში მყოფი ბავშვებიც", - აღნიშნავს ნანა ნონიაშვილი.

ნანა ნონიაშვილის თქმით, ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისათვის, კასპში აცრა მხოლოდ "სინოფარმითა" და "სინოვაკით" არის შესაძლებელი.

"ჯავშნები, პრაქტიკულად, ბოლომდეა შევსებული. ჯავშნის გარდა, ვისაც აქვს სურვილი აცრის გაკეთების, უკეთებენ და უარს არავის ეუბნებიან. ანუ ვაქცინაციას ახორციელებენ ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზეც. "ფაიზერი" ჯერჯერობით არ გვაქვს, მხოლოდ, ამ ორი ტიპის ვაქცინით ხდება აცრა. "ფაიზერის" მოლოდინიც გვაქვს, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით ვერაფერს", - ამბობს ნანა ნონიაშვილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.