რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპში გახარიას გუნდს ირაკლი ალასანიას ნათესავი უხელმძღვანელებს
კასპში, გიორგი გახარიას გუნდს გიორგი ბესტავაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც 2012-2014 წლებში კასპის ,,თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერი იყო.

ის, დღეს, ოფისის გახსნის პარალელურად წარადგინეს.

გიორგი ბესტავაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების'' რაიონულ ორგანიზაციას არსებობის ბოლო წუთამდე ხელმძღვანელობდა, ის ასევე ამავე პარტიის წევრის, შემდგომში პარლამენტარ დავით ონოფრიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

გიორგი ბესტავაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებს შორის, რომელიც, 2013-2014 წლებში, მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, ოლეგ იაძეს დაუპირისპირდა და მის გადადგომას მოითხოვდა. იაძე მუნიდიპალიტეტის გამგებლად მაშინ დაინიშნა, როდესაც ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნება'' მოვიდა. ოლეგ იაძეც პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების'' წევრი იყო. ბესტავაშვილი აცხადებდა, რომ ოლეგ იაძემ, გამგებლის არჩევის შემდეგ, პარტიის პრინციპებს უღალატა და საკრებულოს ,,ნაციონალურ მოძრაობის'' წევრებთან ალიანსი შეკრა.

იაძე კი აცხადებდა, რომ მას კასპში კრიმინალური სამყაროს წევრები უპირისპირდებიან, ხოლო ბესტავაშვილს ზურგს კასპის ,,შავი სამყარო'' უმაგრებსო.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბესტავაშვილი პოლიტიკაში გიორგი გახარიას გვერდით გამოჩნდა.

დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა კი, კასპის ყოფილმა მერმა (2017-2020წწ) მანუჩარ მერებაშვილმა სცადა. ის პარტიის შეხვედრაზე მივიდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაუპირისპირდა.

,, - მოდი, დამელაპარაკე, სად გარბიხარ" - მიმართა გახარიას კასპის ყოფილმა მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

,, - რა აგრესიული ხარ?'' - უპასუხა გიორგი გახარიამ მანუჩარ მერებაშვილს.

მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 2019 წელს, რეგიონის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, 

დღეს მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ იგი არ ასრულებდა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტროს დროს, გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილის დავალებებს. რამდენიმეთვიანი შიდა ბრძოლის შემდეგ, მან მაინც დატოვა მერის თანამდებობა.

არაოფიციალური ინფორმაციით, იგეგმებოდა მანუჩარ მერებაშვილის დაკავება, ხოლო თანამდებობიდან გადადგომამ მისი თავისუფლება უზრუნველყო. თუმცა, გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე მერებაშვილს საუბარი არ სურს.

რაც შეეხება დღევანდელ, წინასაარჩევნო შეხვედრას, კასპში იმყოფებოდა ასევე ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად, გორი-კასპის მომედი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი. ის რეგიონში გახარიას გუნდს ხელმძღვანელობს:


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.