რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შინდისის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალს პატივი მიაგეს
შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

"2008 წლის აგვისტო სრულიად საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნამდვილად უმძიმესი იყო. მძიმე იყო ზუსტად ამ რეგიონისთვის, გორისთვის, მიმდებარე სოფლებისთვის და იმ დაკარგული ორასამდე სოფლის მცხოვრებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც თავიანთი მამა-პაპისეულისახლები დატოვეს და წამოვიდნენ დევნილებად. დაიღუპნენ სამოქალაქო პირები და დაიღუპნენ ეს ჩვენი გმირები, რომლებმაც თავის შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ნამდვილად მძიმეა ამაზე საუბარი, როდესაც მოუსმენ, უყურებ ფილმს. რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - შეწირეს თავის ქვეყანას თავი, არ არის ეს ადვილი გასაკეთებელი და ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა, ამ გმირებმა ნამდვილად ახალი ისტორია - გმირობის ისტორია დაწერეს. დიდი მადლობა და ქედს ვიხრი ნამდვილად ამ გმირების წინაშე," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.